ბაიდენი: არ დავნებდებით, ქედს არ მოვუხრით, მე ქედს არ მოვიხრი!
აშშ-ის პრეზიდენტი ჯო ბაიდენი ირწმუნება, რომ რუსეთის პრეზიდენტს ქედს არ მოუხრის.
- „ჩემი წინამორბედი, ყოფილი რესპუბლიკელი პრეზიდენტი, ეუბნება პუტინს : “რა ჯანდაბაც გინდა, გააკეთე” – ეს ციტატაა. ყოფილმა პრეზიდენტმა ფაქტობრივად თქვა, რომ ქედს უხრის რუსეთის ლიდერს.
- ვფიქრობ, ეს არის აღმაშფოთებელი, საშიში და მიუღებელი. არ დავნებდებით, ქედს არ მოვუხრით. მე ქედს არ მოვიხრი. თუ ვინმე ამ დარბაზში ფიქრობს, რომ პუტინი უკრაინაზე გაჩერდება, გარწმუნებთ, რომ ის ამას არ გააკეთებს.
- ისინი არ ითხოვენ ამერიკელ ჯარისკაცებს. ფაქტობრივად, უკრაინაში, ომში ამერიკელი ჯარისკაცები არ არიან. მტკიცედ მაქვს გადაწყვეტილი, რომ ასე გაგრძელდეს. ისტორია გვაკვირდება ჩვენ, ისტორია აკვირდება წარმომადგენელთა პალატას”, – განაცხადა ჯო ბაიდენმა კონგრესში სიტყვით გამოსვლისას.