საინფორმაციო ანალიტიკური სააგენტო "თბილისი 24". / Information Analytical Agency "Tbilisi 24". / Информационно-аналитическое агентство "Тбилиси 24". / Informationsanalyseagentur "Tbilisi 24" ჩასვრილი შოლცი: ჩვენ ომის მხარე არ გავხდებით – არც პირდაპირ და არც ირიბად – თბილისი 24
20 მაისი 2024

ჩასვრილი შოლცი: ჩვენ ომის მხარე არ გავხდებით – არც პირდაპირ და არც ირიბად

გერმანიის კანცლერი, ოლაფ შოლცი ასახელებს კიდევ ერთ მიზეზს, თუ რატომ არ გადასცემენ უკრაინას Taurus-ის შორ მანძილზე მოქმედ რაკეტებს.

მისი თქმით, Taurus – რაკეტა, რომლის მოქმედების მაქსიმალური მანძილი 500 კილომეტრამდეა, არის იარაღი, რომელიც არასწორად გამოყენების შემთხვევაში, შეიძლება, სამიზნეს „სადღაც მოსკოვში მოხვდეს“.

გერმანიის კანცლერმა ხაზგასმით განაცხადა, რომ Taurus-ის მიწოდების შემთხვევაში, გერმანია უშუალოდ უნდა მონაწილეობდეს რაკეტების გაშვებაში. “მიმაჩნია, რომ ეს შეუძლებელია“, – აღნიშნა შოლცმა.

კვირის დასაწყისში გერმანიის კანცლერმა უკრაინისთვის Taurus-ის რაკეტების გადაცემის წინააღმდეგობის მიზეზად გერმანიის ომში ჩართვის რისკი დაასახელა.

  • „ერთი რამ ცხადია, ჩვენ ომის მხარე არ გავხდებით – არც პირდაპირ და არც ირიბად. ეს ორი პრინციპი ჩემს ყველა გადაწყვეტილებას ხელმძღვანელობს. ეს სიცხადე აუცილებელია. მაკვირვებს ის, რომ ზოგიერთ ადამიანზე ეს არც კი მოქმედებს. ისინი არც კი ფიქრობენ იმაზე, შეიძლება თუ არა იმან, რასაც ჩვენ ვაკეთებთ, ომში ჩართვა გამოიწვიოს“, – განაცხადა ოლაფ შოლცმა.