საინფორმაციო ანალიტიკური სააგენტო "თბილისი 24". / Information Analytical Agency "Tbilisi 24". / Информационно-аналитическое агентство "Тбилиси 24". / Informationsanalyseagentur "Tbilisi 24" სამგზის უარყოფილი მაკრონი და შეშინებული ევროპა – თბილისი 24
20 მაისი 2024

სამგზის უარყოფილი მაკრონი და შეშინებული ევროპა

ჩეხეთის პრემიერ-მინისტრის, პეტრ ფიალას განცხადებით, ევროპაში არავინ აპირებს ჯარების უკრაინაში გაგზავნას.

მისი თქმით, უკრაინის დახმარების შესახებ პარიზში ორშაბათს გამართული სამიტის მონაწილეთა აბსოლუტური უმრავლესობა მივიდა იმ დასკვნამდე, რომ ჯარების გაგზავნის საკითხი მომავალში არ განიხილება.

  • „ქვეყნების აბსოლუტური უმრავლესობისთვის ეს იდეა მიუღებელია. ევროპაში არავინ აპირებს ჯარების გაგზავნას უკრაინაში. არ არის საჭირო დრამატიზება და ხალხის შეშინება რაღაცებით, რაც არავის შეუთავაზებია იმ ფორმით, როგორც ინტერპრეტირებულია”, – დასძინა ფიალამ.

შეგახსენებთ, პარიზში, უკრაინის საკითხზე გამართული შეხვედრის შემდეგ საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა განაცხადა, რომ “არ შეიძლება გამოირიცხოს უკრაინაში დასავლეთის ქვეყნების სამხედროების გაგზავნა”.

მაკრონის ამ განცხადების შემდეგ, ნატო-ს ქვეყნების უმრავლესობამ, მათ შორის აშშ-მა, გაერთიანებულმა სამეფომ და გერმანიამ უკრაინაში მათი სამხედროების გაგზავნის შესაძლებლობა გამორიცხეს.

ემანუელ მაკრონმა აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით კომენტარი გუშინაც გააკეთა და აღნიშნა, რომ უკრაინაში დასავლეთის ქვეყნების სამხედროების განლაგების შესახებ მისი განცხადებები “გამოზომილი და გააზრებული” იყო.