ბორელის და ურსულას ირიბი ზრახვები საქართველოს ომში ჩასართავად
ვისაც რუსეთის ისტორიაზე მცირედი წარმოდგენა აქვს, დამერწმუნება, რომ მისი გაძლიერების , იმპერიად ქცევის პირველივე წლებიდანვე მისი დაუძინებელი მტრები – ინგლისი, საფრანგეთი, გერმანია, მოგვიანებით ამერიკის შეერთებული შტატები, ყოველი გზით, ხერხებით და მეთოდებით ცდილობენ მის დაშლას, დანაწევრებას, გაქრობას, განადგურებას.
აწყობდნენ რევოლუციების, ამბოხებებს, აქეზებდნენ, რევოლუციურად განწყობილ მასებს, ლიდერებს ქვეყნის შიგნით, უზრუნველყოფდნენ მათ ფინანსურად…
ფაქტობრივად იგივე ხდება დღესაც. მათ სულ არ ადარდებთ, ფეხებზე ჰკიდიათ უკრაინა და უკრაინელი ერი, განადგურებული უკრაინული გენოფონდი..
ერთადერთი, წინსვლა ‘, ჭკუის სწავლება ” ნაპოლეონის და ჰიტლერის შემდეგ რაც მათ ისწავლეს,არის ის რომ ისინი პირდაპირ ღია კონფლიქტში აღარ შედიან რუსეთთან, არამედ იყენებენ ” თავისუფლების , დემოკრატიის იდეით” გაბრიყვებულ , გაბრუებულ ადამიანთა მოდგმას,ერებს.
უფლის ნებით,” საპატიო მისია” ქცეულიყავით აშშ- დასავლეთის ხელში საკუთარი ბინძური ზრახვების ინსტრუმენტად აგვშორდა 2012 წელს საქართველოში , ბატონ ბიძინა ივანიშვილს თავგანწირვით განხორციელებული ხავერდოვანი რევოლუციის წყალობით, რაც დღემდე ვერ მოუნელებიათ და ყელში ეჩხირებათ!
ევროპელი სტრატეგიული ” პარტნიორები” , შაითნები და შავი ყორანები, რომლებიც დღეს ბორელის , სიკორსკის თუ დეიდა ურსულას სახით დაჩხავიან საქართველოს, რომ საპყრობილედან გაათავისუფლონ ” ქართული დემოკრატიის მნათობი” მიხეილ სააკაშვილი,
დირექტივა , რომ შექმნან კოალიციური მთავრობა, არის პირდაპირი მინიშნება იმის, რომ საქართველო იქცეს ახალ ბახმუტად, ახალ დამწვარ, ნაცარტუტად ქცეულ უკრაინულ ქალაქად, რომ საქართველო ” დემოკრატიის სახელით ” ღიად ჩაებას რუსეთთან სამხედრო კონფლიქტში, თავად კი სარფიანად ივაჭრონ იმავე რუსეთთან- ნავთობით, ბუნებრივი არით…
გვეყო, რაც გვაჭამეთ.. გავიზარდეთ, ვისწავლეთ ჭკუა ქალბატონო ურსულა, ამხანაგო ბორელ!
გოჩა ნაჭყებია
ჟურნალისტი