პუტინი ბაიდენს ეკაიფება(Video)
რუსეთის პრეზიდენტს ვლადიმერ პუტინს ამერიკელი ლიდერის- ჯო ბაიდენის უცენზურო გამონათქვამების შესახებ მოახსენეს, მაგრამ პუტინი არათუ განაწყენდა, არამედ თეთრი სახლის ხელმძღვანელის ამ სიტყვებს “ადეკვატური რეაქციაც” კი უწოდა და განმარტა, თუ რატომ.
- „თქვენ მკითხეთ ვინ არის ჩვენთვის სასურველი, როგორც აშშ-ის მომავალი პრეზიდენტი, მე ვთქვი, რომ ნებისმიერ პრეზიდენტთან ვიმუშავებთ, მაგრამ მე მჯერა, რომ ჩვენთვის, რუსეთისთვის, ბაიდენი უფრო სასურველია.
- აბსოლუტურად მართალია, რადგან ეს არის ადეკვატური რეაქცია ჩემს მიერ ნათქვამზე.
მას არ შეუძლია მითხრას: “ვოლოდია, შენ შესანიშნავი ხარ, გმადლობ, შენ ძალიან დამეხმარე”, – უთხრა პუტინმა ჟურნალისტ პაველ ზარუბინს. - შეგახსენებთ, რომ აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა სან-ფრანცისკოში დახურული საარჩევნო ღონისძიების დროს რუსეთის ლიდერის ვლადიმერ პუტინის მიმართ უცენზურო განცხადებები გააკეთა.
კრემლმა ბაიდენის საქციელს ქვეყნის სირცხვილი უწოდა, ხოლო რუსეთის უშიშროების საბჭოს თავმჯდომარის მოადგილემ დიმიტრი მედვედევმა აშშ-ს პრეზიდენტს უსარგებლო მოხუცი უწოდა, რომელიც სიგიჟეში მოხვდება.