7 დეკემბერი 2024

დღეს გიკვირთ მოღალატე ქართველების შთამომავლები?!

წამლავდნენ, აშთობდნენ, თვალებს თრხიდნენ, ასაჭურისებდნენ, ძმები  კლავდნენ ერთმანეთს , შვილები-მამებს , თავადები- მეფეებს…

 ერთმანეთს ასწრებდნენ სირბილს შაჰებთან, ყაენებთან, იმპერატორებთან-  მორჩილებისათვის, მათი საქმეების უკეთ კეთებისათვის, გაქსუებისთვის..

არ იფიქროთ, რომ ჩენი თაობა, შეცვალა და რაიმეთი განსხვავდება  ჩვენი წინაპრებისგან ! არაფრით, უბრალოდ ღალატის, ქართველთმოძულეობის მეთოდები და  მიდგომები უფრო თანამედროვე, ფარული და ეშმაკური გახდა, პატრონები  შეიცვალა..

  1. ქრისტეშობამდე მე – III საუკუნის მეორე ნახევარში, ფარნავაზ მეფის ძეს  სუარმაგს ქართველი ერისთავები აუჯანყდნენ და მოკვლა დაუპირეს. საურმაგმა დურძუკების და ოვსების დახმარებით ჩაახშო ამბოხება. „მოსრა განდგომილნი მისნი“, ჩრდლო კავკასილენი კი დღევანდელი საქართველოს მიწაზე დაასახლა,

2. მეფე გორგასალს ისარი ხომ მოსყიდულმა ქართველმა ესროლა ,” მეფის უახლოეს კარისკაცთაგან”?

3. 826 წელს არტანუჯში, საკურთხეველში ქართველებმა ღალატით მოკლეს აშოტ კურაპალატი, 

4. 975 წელს, აფხაზთა მთავრის ლეონ III-ის შვილებმა ტახტი ვერ გაიყვეს,  ლეონს თვალები საკუთარმა ძმამ , დემეტრემ დათხარა,

5. 1027 წელს საქართველოს 9 წლის მეფეს ბაგრატ IV -ეს ტაოელმა დიდებულებმა უღალატეს და მტერს, ბიზანტიის კეისარ კონსტანტინე V III-ეს შეეკრნენ,

6. 1040 წელს ბაგარტ IV -ეს ტახტს ნახევრ-ძმა ეცილებოდა, კლდეკარის ერისთავის ლიპარტი ბაღვაშის და ბიზანტიური ლეგიონების დახმარებით,

7. გიორგი II –ეს აუჯანყდნენ ფეოდალები: ნინია ქვაბულის ძე, ივანე ლიპარტის ძე და ვარდან სვანთა ერისთავი. ივანემ კახელებთან ერთად ქსნის ხეობა დაიკავა, ნინია- ქუთაისში შეიჭრა, ვარდანმა სვანები სამეგრელოს შეუსია და ააოხრა …

8. არაგვის ერისთავი ძაგან აბულეთის ძე და მისი ძმა – ეპისკოპოსი მოდისტოსი დავით IV -ს აუჯანყდნენ. აჯანყებულებმა  დაიკავეს მცხეთა, წილკანი, შიო-მღვიმე. განრისხებულ დავითს ძაგანი შიო მღვიმის მონასტერში დაემალა, თუმც მამამთავრებმა შიომ და მიქაელმა თავად მიჰგვარეს  მეფეს გაკოჭილი ძაგანიც და  ეპისკოპოსი მედისტოსიც.  

9. 1117 წელს დავითს განუდგნენ ჰერეთის ერისთავები ასათი და შოთა. მეფემ დაატყვევა მოღალატეები და ქალაქი  -გიში აიღო.

10. 1135 წელს მეფე დემეტრე I -ს ივანე აბულეთის ძე აუჯანყდა. აჯანყებულებს მეფის ნახევარ ძმის -ცვატას გამეფება უნდოდათ. მეფემ  აჯანყებულები დახოცა, ძმას  თვალები დათხარა და მოაკლვლევინა,

11. 1177 წელს მეფე გიორგი III -ს შეთქმულება მოუწყეს. ამრისპასალარმა  იოანე ორბელმა მისი მოკვლა და მეფის ძმისწულის, მისი სიძის – დემნა ბატონიშვილის გამეფება მოისურვა. მეფის სხარტმა მოქმედებემა დააბნია აჯანყებულები. მეფემ ციხე აიღო. იოანე ორბელს მეფემ ჯერ თვალები დათხრა, შემდეგ თავი გააგდებინა. მეფემ ძმისწული დაასაჭურისებინა და თვალები დააშრეტინა,

12. 1185 წელს 19 წლის თამარს იძულებით შერთეს გიორგი (იური) რუსი , სუზდალის მთავრის უფლისწული. ორ წელში სოდომის ცოდვით შეპყრობილი გიორგი რუსი საქართველოდან გააძევეს, 23 წლის თამარი კი 1189 წელს ოს დავით სოსლანზე დააქორწინეს.

13. 1191 წელს თამარს უღალატა გუზან ტაოელმა, ტაოსკარი, ვაშლოვანი და “სხვა ციხენი მრავალნი” საქართველოს მტერს შაჰ-არმენს გადსცა,

14. 1126 წელს, ზამთარში , ჯალალ – ედ -დინი თბილსს მოადგა. მეფე რუსუდანმა დასავლეთ საქართველოს შეფარა თავი. მტერს თბილისის კარი მუსლმანმა მცხოვრებლებმა გაუღეს.  მტკვარი სისხლის ფერად შეიღება და 100.000 თბილისის მკვიდრის გვამებით გაიჭედა,

15. 1230 წელს, ჯალალ ედ -დინის სიკვდილის შემდეგ რუსუდანი თბილისს დაბრუნდა. მაგრამ, როცა მონღოლ-თათრების გამოლაშქრების ამბავი შეიტყო, ისევ მიატოვა ერი და უკან გაბრუნდა.  ტფილისის დამცველს ვინმე მუხასძეს დაუბარა: „თუ თათრებმა დმანისამდე მოაღწიონ, ტფილისი ცეცხლს მიეცი და შენც თავს უშველეო“. მუხასძეც ასეც მოიქცა.

16. 1300 წელს საქართველოში შემოჭრილ ხუტლუშა ნოინს ქართველი შამშე მხარგრძელი მოუძღვოდა წინ!

17. მეთოთხეტე საუკუნის დასაწყოსში ორი მეფე -ძმა გვყავდა აღმოსავლეთ საქართველოში : ვახტანგ -III ტიფლისში და დავით VIII – მთიულეთს , გველეთის ციხეში . ძმები ერთმათეს ებრძოდნნენ მეფობისათვის!   „ იდგა დიდი უსამართლობა და მძლავრებულობდა ერთმანეთისა ღალატად დასხმა, დაქცევა ციხეთა, სიკვდილი, ცოლის წაგურა, სამართალი არსად იყო. დაკნინებული სულიერად, დამხობილი ზნეობრივად“,

18. 1360 წელს ბაგრატ V -ის გამეფებისას სვანეთის ერისთავი- ვარდანისძე ქუთაისს დაეცა , აიღო, გაძარცვა და გადაწვა ქალაქი.

19. 1400 საქართველოში მეშვიდედ შემოჭრილ თემურ ლენგს მეგზურობას ქართველი თავად აზნაური – ვირშელ ბურდიშვილი უწევდა,

20. 1413 წელს ერთმანეთს დაუპირიპირდნენ ოდიშ-აფხაზეთის მთავრები:  მამია ბედიან დადიანი და შერვაშიძე. დადიანი აფხაზეთში შეიჭრა ჯარით, მაგრამ დამრცხადა და დაიღუპა,

21. 1415 წელს ალექსანდრე I -ს განუდგა სამცხის ათაბაგი ივანე აღბუღას ძე ჯაყელი, კოხტასტავის შერკინებაში ათაბაგი დამარცხდა და ტყვედ ჩავარდა.

22. 1462 წელს უზუნ -ჰასანი ირანული მხედრობით საქართველოში შემოვიდა და ქართველ ყვარყვარე ათაბაგთან ერთად გიორგი VIII-ე დაამარცხა,

23. 1466 წელს სამცხის ათაბაგმა ყვარყვარე II -ე ყაჯელმა ტყვედ ჩაიგდო ქართლის მეფე გიორგი VIII ,

24. 1483 წლის 13 აგვისტოს, სოფელ არადეთთან ქართლის და იმერეთის მეფე შეებნენ მესხეთის მთავრს .  კონსტანტინე დამარცხდა და ძლივს გაასწრო ცოცხალმა ბძოლის ველს, გამარჯვებულებმა მროველი ეპისკოპოსი მიწაზე წვერით ათრიეს,

25. 1490 წელს ირანელები ხალილ- ბეგის მეთურობით ქართლს შემოესივნენ. იმერეთ -ქართლის მეფე კონსტანტინეს ბრძოლაში არც კახეთის მეფე -ალექსანდრე გიორგის -ძე და არც ყვარყვარე ათაბაგი არ დაეხმარა. მეფემ მარტო სძლია მტერს.

26. 1509 წელს თურქები სელიმ -ფაშას მეთაურობით სამცხეს შემოვიდნენ. სამცხის ათაბაგი მზეჭაბუკ ჯაყელი მტერს ეყმო და ქუთაისის დასალაშქრად გაუძღვა,

27. 1511 წელს კახეთის მეფე ალექსანდრე  უფროსმა შვილმა გიორგიმ საკუთარი ხელით მოკლა .  ძმას- დიმიტრის თვალები დათხარა და კახეთიდან გააძევა. ხალხმა მას „ ავგიორგი „ უწოდა. ავგიორგიმ ქართლის დაპყრობა მოინდომა და რამოდენიმეჯერ ილაშქრა კიდეც .

28. 1522 წელს ტიფლისს ირანის შაჰი ისმაილი შემოესია . ქალაქი მოსყიდვით აიღო, დიდძალი ოქრო შეუგზავნა ციხისთავს. ირანელებმა ქალაქი ააოხრეს. სიონიდან ღვთისმშობლის ხატი მტკვარში გადააგდეს. ( შემდგე ლევან მეფემ იპოვა) , ისმაილმა ავლაბრის ხიდთან მეჩეთი ააგებინა,

29. 1535 წლის 12 აგვისტოს ჯავახეთში, სოფელ მურჯახეთთან ქართველთა შორის ძმათამკვლელი ომი გაჩაღდა.  იმერეთის მეფე ბაგრატ III, ლევან დადიანი, როსტომ გურიელი ერთობლივი ძალებით დაუპირისპირდნენ სამცხის ათაბაგს – ყვარყვარე III -ეს. ათაბაგი დამარცხდა.  სამცხე -იმერეთს ერგო, აჭარა და ჭანეთი როსტომ გურიელს.

30. 1541 წელს , ყარაბაღს მდგარ ირანის შაჰს- თამაზს კახეთის მეფე ლევანი ეახლა და ქვეშევრდომობა სთხოვა. ასევე მოიქცა ყვარყავეს ვაჟი ქაიხოსრო. შაჰ თამაზმა თბილსი აიღო. დაეცა ბირთვისიც.

ირანაელებმა ყველა მამაკაცი ამოხოცეს ვინ ისლამის მიღებაზე და წინადაცვეთაზე უარი თქვა.

31. 1543 წელს სულთან სულეიმანმა იმერეთის ასაოხრებლად 22.000 -იანი ლაშქარი გამოაგზავნა მუსტაფა ფაშას სარდლობით. იმერეთის მეფეს ბაგრატ III -ს მაშინ  ლევან დადიანმა უმუხთლა.

32. 1545 წელს სულეიმანმა ახალი ლაშქარი დაძრა . ოსმალთა მხედრობას განაწყენებული ქართველი ქაიხოსრო ჯაყელი და ოთარ შალიკაშვილი მოუძღოდნენ წინ.

ოდიშს მთავრამა ლევან დადიანმა კვლავ უარი შემოუთვალა იმერეთის მეფეს . დახმარებაზე უარი  თქვა ასევე კახეთის მეფემ. ბასიანის ბრძოლაში გაერთიანებულ ქართველთა ლაშქარს კვლავ  მესხებმა უღალატეს.

33. 1554 წელს ქართლს ისევ შაჰ -თამაზი შემოესია მესხეთის მთავრის დასახმარებლად და 30.000 ქართველი ტყვით დაბრუნდა უკან.

34. 1562 წელს სვიმონ მეფეს ძმამ, დავით ბატონიშვილმა უღტალატა , ყაზვინს გაიქცა შაჰ-თამაზს ჩაუვარდა მუხლებში. გამაჰმადიანებულ დავითს -დაუდ ხანი უწოდეს. დაუდს სამართავად ტიფლისი უბოძეს. დაუდ ხანს სხვა ქართველი მოღალატე კახაბერ ყორღანაშვილიც ეხმარებოდა. 1569 წელს ფარცხისთან დაატყვევეს სიმონ მეფე, რომელსაც 9 წელი ირანში, ალამუტის ციხეში.

35. ტყვედწაყვანილ სიმონ მეფეს დედოფალი დარეჯანი კავთისხევში იდგა. უქმროდ დარჩენილს კახთა მეფის ალექსანდრეს დასტურით, მის დას ქსნის ერისთავი ელიზბარი მიუხტა და მოიალაფა.

36. საქართველოს ისტორიაში სამარცხვინო , ქართველთა ახალი სენი- ტყვეთა გაყიდვა სამასი წელი მძვინვარებდა , ქართველი იტაცებდა და ყიდდა ქართველს!

37. 1578 წელს თურ-ოსმალები, მუსტაფა ლალა-ფაშას მეთაურობით თბილისში შემოიჭრნენ . დაუდ ხანი გაიქცა და ტიფლისი გადაწვა. მას პირადად ეახლა და უსიტყვო მორჩილება გამოუცხადა ალექსანდრე კახთა მეფემ. ამ ვითარებამ აიძულა ირანელები ციხდან გაეთავისუფლებინათ სიმონ მეფე.

38. 1582 წელს თურქეთის სულთანის ბრძანებით იმერეთის მეფე გიორგი II -ემ, გიორგი დადნიანმა და გიორგი გურიელმა ქართლი დალაშქრეს და „გაღმა -გამოღმით სულ დალეწეს“. თურქ სარდალს სერასქერ ფერად ფაშას ქართველი მოღალატეებიც ახლდნენ, ღალატით ცნობილი ოთარ შალიკაშვილის შვილიშვილი – კოკოლა შალიკაშვილი. ( ამერიკელ გენერალ შალიკაშვილს რომ უკუღმა უყვებოდნენ საკუთარ ისტორიას),

39. 1605 წლის 12 მარტს , ძაგემში კახმა ბატონიშვილმა კონსტანტინემ , საკუთარი მამა , ალექსანდარე II და ძმა გიორგი მოკლა,” ტახტითვინ”,

40. 1611 წელს ქართლის მეფემ ცოლად შეირთო აზნაური გიორგი სააკაძის და.

თავადებმა შადიმან ბარათაშვილმა, ფარსადან ციციშვილმა, ქაიხოსრო ჯავახიშვილმა მეფე გაყრაზე და სააკაძის მოკვლაზე დაიყოლიეს. სააკაძემ სპარსეთს გაასწრო.

შაჰის ოთხ ამაოხრებელ ლაშქრობას სააკაძეს აბრალდბდნენ, თუმც გიორგიმ ქართლ-კახეთის ერთიან ტახტზე თუქეთს გაქცეული თეიმურაზი მოიყვანა და დასვა.

მარაბდის ველზე 10.000 ქართველი და 14.000 ირანელი გაწყდა.

41. 1626 წლის შემოდგომით, ბაზალეთის ბრძოლაში,  თეიმურაზ I და გიორგი სააკაძე იმერთა ლაშქარს დაუპირისპირდა. სააკაძე დამრცხდა, თეიმურაზის ბრძანებით ტყვე იმერლებს ცალი ყური მოაჭრეს და ისე გაუშვეს.

42. 1618 წელს იმერეთსა და გურიას შორის მტრობა ჩამოწვა.

იმერეთის მეფეს მტრული დამოკიდებულება ჰქონდა ოდიშის მთავართან. 1623 წლის 9 დეკემბერს ქუთაისთან ახლოს,კოჭორაულთან იმერეთის მეფე ოდიშის, აფხაზეთის და ჩერზქეთა ლაშქარმა დაამარცხა.

43. ლევან II დადიანმა ღალატის გამო მის ძმას იოსებს თვალები დათხარა. ვეზირი ჯერ დაახრჩო, მერე ზარბაზანში ჩატენა და გაისროლა. სხვა მოღალატეებს, მერიქიფეს და მის ძმას ცალ-ცალი ხელ- ფეხი მოჰკვეთა და თვალები დათხარა.

44. სპარსეთის შაჰის-სეფის მიერ დანიშნულმა როსტომ -ხანმა არაგვის ერისთავი დათუნა ღალატისთვის მოკლა. დათუნამ კახთა მეფესთან შეკვრა გადაწყვიტა. მეფემ მოკლულის თავი სპარსეთში, შაჰ სეიფს გაუგზავნა. ქართლის – როსტომის და კახეთის- თეიმურაზ მეფეებს შორის გორთან ამტყდარმა ომმა ბევრი ქართველი შეიწირა,  

45. 1648 წელს ახალი შეტაკება მოხდა უღლისთან. მაღაროსთან თიანეთში ქართლის მეფე როსტომსა და კახთა ხელმწიფე თეიმურაზს შორის.

46. 1628 წელს მანუჩარ III ათაბაგი ბიძამისმა ბექამ მოწამლა და საფარ- ფაშად იქცა,.

ამ დროიდან იწყება ქრისტიანტა დევნა სამცხე-ჯავახეთში, რომლიც გააგრძელა საფარის შვილმა უსუფ-ფაშამ 1635 წელს, შვილიშვილმა როსტომ -ფაშამ-1648 წელს.

47. 1646 წელს ალექსანდრე III იმერეთის მეფე სამეგრელოს მთავრის ლევან დადიანის შიშით ციხესიმაგრეში ჩაიკეტა ცოლ-შვილით,

48. 1657 წელს ლევან დადიანის სიკვდილის შემედეგ ატყდა ბრძოლა ტახტისთვის მის შვილებს ლიპარიტს და ვამიყს შორის,.  1658 წლის ივნისში ბრძოლა გაიმართა ძმებს შორის ტახტისთვის.

1660 წელს იგივე ბედი ეწია იმერეთის სამეფოს.

1669 წელს შეტაკება მოხდა იმერეთის უსინათილო მეფე ბაგრატ IV -სა და თავადს, სეხნია ჩხეიძეს შორის. ბაგრატ IV იმერეთში ოთხჯერ გამეფდა!

49. ბაგრატ მეოთხის გარდაცვალების შემედგომ, 1681 წელს ქუთაისი ხელში 1683 წლამდე გიორგი გურიელმა ჩაიგდო, რომელსაც ცოლად საკუთარი ს ი დ ე დ რ ი ესვა.

1684 წელს გურიელმა სოფ.რიკოთს შეერკინა ფაშასგან დასმულ იმერეთის ახალ მეფეს ალექსანდრე IV-ეს .  ბრძოლა ალექასანდრემ მოიგო, თუმც ტახტი მას მალევე, 1691 წელს არჩილმა წაართვა.

50. იმავე წელს ალექსანდრემ ოსმალთა ჯარი ახალციხის ფაშას თხოვა ( „მოსული პონტი იყო „), ქუთისისკენ დაიძრა და ქალაქი აიღო,

51. 1695 წელს იმერეთის თავადები აჯანყდნენ. მეფე გათოკეს და გათოკილი ალექსანდრე IV ქართლის მეფეს გიორგი XII -ს მიჰგვარეს,

52. ქართლი ძმათაშორის ბრძოლამ მოიცვა. ოთხი წელი ერთმანეთს გიორგი XII და გამაჰმადიანებული ქართველი ნაზირ ალი-ხანი, იგივე ერეკლე I ებრძოდნენ.

სხვათაშორის,იმ ბრძოლების დროს ზარბაზნის ერთი ჭურვი სვეტიცხოველსაც მოხვედრია. ქართველები ისევ სპარსეთის შაჰს სულთან ჰუსეინს გაუშველებია. ერთს ქართლი მისცა სამართავად და მეორეს -კახეთი. თუმც, ორივემ შაჰის ბრძოლებში დაასრულეს სიცოცხლე 1709 წელს, ერთმა -ირანში, მეორემ -ავღანეთში.

53. შაჰმა კახეთში ერეკლე I –ის ძე, დავით იმამ ყული ხანი დაამტკიცა, მისი გარდაცვალების შემდეგ, 1722 წელს მისი ძმა კონსტანტინე მაჰმად ყული ხანი. 1717 წელს ლეკების შემოსვები დაიწყო, 800 -მა  ლეკმა ძარცვით ბოლნისამდე მიაღწია.

54. 1723 წელს კახთა მეფემ კონსტანტინემ ახალ შაჰს -თამაზს ქართლი ს თ ხ ო ვ ა სამართავად, „ქართლის მეფე რუსებს შეეკრა და გღალატობსო“!

55. ქართლის მეფეს ვახტანგს კახეთეთის მეფის გასამკლავებლად იმერთა და რაჭველთა რაზმები დაეხმარა ! კახთა მეფეს 7.000 ლეკი ეხმარებოდა.

 კახთა მეფემ ჯალალ- ედ დინზე უსასტიკესად ააოხრა თბილისი.

 „ ააოხრა, ამოსწყვიტეს მოქალაქენი, შეუხდნენ სიონსა, დასწვეს, შეაგინეს სიწმინდე ხატი პატიოსნისა, სიონთა ღვთის-მშობელი წაიღეს, ქოი, რაოდენი ქალწულნი განიხრწნენ და ჭეშმარიტი დედანი „

56. ქსნის ერისთავი შანშე და ზემო ქართლის მფლობელი გივი ამილახორი ერთმანეთს არ ინდობდნენ.  ქსნის ერისთავი სანამ რუსეთში დახმარებისთვის იმყოფებოდა, უთურთ არაგვის ერისთავმა ბაზალეთის ტბასთან, კახეთისკენ მიმავალი ქსნის ერისთავის ოჯახი შეიპყრო, შანშეს ძმა და რძალი გ ა უ ბ ა ხ ა. დაბრუნებულმა შანშემ ლეკთა 12.000 -იანი ჯარი იქირავა და გადაბუგა საარაგვო. ლეკებმა ანანურის მონასტერი აიკლეს, ააოხრეს.

57. გივი ამილახორმთან ერთად შანშე ერისთავს შვილმა ,იოანემ უღალატა და ნადირ-შაჰს შეეკრა.

58. 1740 წლის აგვისტოში აწერის ციხე აიღეს და 900 ქართველი ტყვედ წაასხეს. ტყვეები ფეშქაშად ომში მონაწილე ავღანელებს მისცეს, რომელბმაც ტყვეთა გაყიდვით თავი დაიხსენეს.

„იყო ტირილი და ვაება ტყვეთაგან, ხოლო ვინც ვერ გაჰყიდეს და ფული ვერ ამოიგეს ავღანელებმა „ცხვრულებ“ ყელები დასჭრეს ან წყალში დაახრჩვეს“.

59. 1720 წელს იმერეთის მეფე გიორგი VI სანადიმო სუფრაზე, თხემლის ციხეში ღორივით დაკვლევინა სვიმონ აბაშიძემ!

60. 1752 წელს იმერეთის მეფე ალექსანდრე V -ემ გელათში, ხახულის ღვთიმშობლის ხატი გაძარცვა. რამოდენიმე დღეში მეფე დაბრმავდა, ერთ თევში კი მოკვდა.

61. 1795 წლის 11 სექტემბერს სპარსეთის შაჰის ელჩი მეტეხის ციხიდან მაჰმადიანმა ქართველებმა გააპარეს.  აღა-მაჰმად -ხანმა სასტიკად ააოხრა ტიფლისი, ქალაქის 60.000 მცხოვრებლიდან – ნახევარი გაწყვიტა, 15.000 ტყვედ წაიყვანა.

სამწუხაროდ, შემოსევის შესახებ ინფორმაცია ერეკლე II-ეს ჯერ კიდევ 4 თვის წინ , 1795 წლის მაისში ჰქონდა,

62. 1907 წლის 30 აგვისტოს სოციალ-დემოკრატთა კომიტეტმა ილიას მკვლელობა მიუსაჯა. შემსრულებლებიისევ ქართველები : გიგლა ბერბიჭაშვილი, ივანე ინაშვილი, ლომა ხიზანიშვილი, პავლე აფციაური, მეეტლე თედო ლაბაური და მოურავი დიმიტრი ჯაში იყვნენ.

63. 1912 წელს კიევში, შემდგარი კრების მონაწილე ქართველებმა, ორმა სოციალდემოკრატმა ნოე რამიშვილმა და სილიბისტრო ჯიბლაძემ , ორმა სოციალფედერალისტმა ოსიკო ბარათაშვილმა და სამსონ ფირცხალავამ ხელი მოაწერეს დადგენილებას , . კიევის რუკას, რომლის ძალითაც: საინგილომიეკუთვნებოდა სათათრეთს, აფხაზეთირუსეთს, ახალციხე, ახალქალაქი, ქვემო ქართლი, თბილისინავთლუღამდისსომხეთს.