გერმანიის კანცლერმა უკრაინის სამშვიდობო მოლაპარაკებების უაზრობაზე განაცხადა

უკრაინაზე სამშვიდობო მოლაპარაკებებს აზრი არ აქვს, თუ მის კაპიტულაციაზეა საუბარი. ამის შესახებ გერმანიის კანცლერმა ოლაფ შოლცმა გაზეთ Sueddeutsche Zeitung-თან ინტერვიუში განაცხადა.
კანცლერის თქმით, უკრაინაში კონფლიქტის მოგვარების დიპლომატიური ძალისხმევა დიდი ხანია მიმდინარეობს. მან გაიხსენა „მოლაპარაკებები, რომელშიც მონაწილეობდნენ წარმომადგენლები მთელი მსოფლიოდან“ დავოსში, ჯედაში, კოპენჰაგენსა და მალტაში.
- „რა თქმა უნდა, მოლაპარაკებების მოწოდება თავისთავად პრობლემას არ წყვეტს. თუ მოლაპარაკებები ნიშნავს, რომ უკრაინას უბრალოდ კაპიტულაცია მოუწევს, აზრი არ აქვს“, – აცხადებს შოლცი.
თუმცა, კანცლერმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ რუსეთს აქვს შესაძლებლობა “დაასრულოს კონფლიქტი ნებისმიერ დროს”, თუ მოსკოვი გადაწყვეტს ჯარების გაყვანას.
მანამდე შოლცმა და ზელენსკიმ ხელი მოაწერეს ორმხრივ შეთანხმებას უსაფრთხოების საკითხებში თანამშრომლობის შესახებ, რაც უკრაინის უსაფრთხოების გარანტიების შესახებ G7-ის დეკლარაციის გაგრძელებას წარმოადგენს. აღსანიშნავია, რომ შეთანხმების დეტალები მოგვიანებით გახდება ცნობილი.