გოჩა ნაჭყებია: ბიძინა ივანიშვილი საქართველოს ისტორიაში დარჩება ქვეყნის ფაშიზმისგან განმათავისუფლებლად!
ადოლფ ჰიტლერმა საკუთარი მმართველობის პერიოდში:
- მოსპო უმუშევრობის დონე, 1932 წლის მდგომარეობით 5 წელში 6 მილიონი უმუშევარი ერთ მილიონამდე დაიყვანა ,
- გერმანია გაიყვანა მსოფლიოში პირველ ადგილას ფოლადის და ალუმინის მოპოვების მხრივ,
- ქვეყნის მრეწველობა გაზარდა 102% -ით, იმის მიუხედავად, რომ საერთოდ არ ესმოდა ეკონომიკის საფუძვლები (ეკონომიკური პოლიტიკა მიყავდა იალმარ შახტს),
- მოახდინა კერძო ბიზნესის სტიმულირება,
- მოახდინა ქარხნების გადაიარაღება,
- შექმნა თანამედროვე არმია, ავიაცია, მიუხედავად იმის, რომ „ვერსალის ხელშეკრულებით“ გერმანიას არ ჰქონდა უფლება ყოლოდა ავიაცია, ტანკები, 100.000 -ზე მეტი რიცხოვნობის არმია.
- უმუშევრებს მისცა საშუალება აეღოთ სპეციალური სახელმწიფო კრედიტი,
- შემოსავლები გაზარდა რამოდენიმეჯერ,
- კომპანიებს შეუმცირა გადასახადები,
- ააშენა გიგანტური ქარხნები, რომლებიც მარაგდებოდა ადგილობრივი საბადოებიდან,
- აკრძალა იმპორტი,
- გერმანული ავტომობილი „ფოლკსვაგენი“ გახადა ყველასთვის ხელმისაწვდომი, ღირდა 1.000 რეიხსმარკა,
- დაიბრუნა პირველ მსოფლიო ომში დაკარგული ტერიტორიები,
- სამხედრო ბიუჯეტი გაზარდა 10 – ჯერ -16 მილიარდ გერმანულ მარკამდე,
- სამ წელში დააგო 3.670 კმ ავტობანი, ომამდე დამამმთავრებელ ეტაპზე იყო კიდევ 3.000 კმ გზა, მაგრამ მსოფლიო ისტორიაში სამუდამო სახელი დატოვა , როგორც ფაშიტის, მილიონობით ებრაელი, საბჭოთა ადამიანის მკვლელის.
რაც არ უნდა, ჯერ კიდევ მის სიცოცხელშივე დაწყებული ნეგატიური დასავლური კამპანის მსგავად- ლაფი ცხოთ, აშავოთ , „მილიონობით „ ადამიანის მკვლეობაში ცილი წამოთ იაკობ ჯუღაშვილს , ის მაინც დარჩება დიდ ქართველ სტალინად , რომელმაც მსოფლიო იხსნა ფაშისტური სენისგან .
ძნელია ადლოფ ჰიტლერის მიღწევების ფონზე მისი კარიკატურის – მიხელ სააკაშვილის შედარება, „მიშამ ააშენა, მიშამ დააგო, მიშამ გახსნა“ ,მაგრამ, რაც არ უნდა რეცხოთ, ამართლოთ ნეოფაშისტ სააკაშვილის 9 წლიანი მმართველობის დანაშაულებები, ის საქართველოს ისტორიაში სამუდამოდ დარჩება ქართველი ერის გენოციდის მომწყობად, მკვლელად, მწამებლად..
საქართველოს ისტორიაში ბიძინა ივანიშვილი დარჩება ქვეყნის ფაშიზმისგან განმათავისუფლებლად!
წერს ჟურნალისტი გოჩა ნაჭყებია.