საინფორმაციო ანალიტიკური სააგენტო "თბილისი 24". / Information Analytical Agency "Tbilisi 24". / Информационно-аналитическое агентство "Тбилиси 24". / Informationsanalyseagentur "Tbilisi 24" გოჩა ნაჭყებია: საქართველოში დენაციფიკაცია გრძელდება ! – თბილისი 24
20 მაისი 2024

გოჩა ნაჭყებია: საქართველოში დენაციფიკაცია გრძელდება !

გილოცავთ, 2012 წელს საქართველოში მეცენატ, ბატონ ბიძინა ივანიშვილის მიერ დაწყებული ქვეყნის ნეოფაშიზმისგან გათავისუფლების საქმე გრძელდება!

საბედნიეროდ, გრძელდება – არა გარეშე ძალების იძულების, ბომბების და ტყვიების ზუზუნის ფონზე, არამედ იმავე პოლიტიკური ძალის და მისი დამაარსებლის, ფაქტობრივად ახალი, ლაღი საქართველოს დამფუძნებლის, ბატონ ბიძინა ივანიშვილის მეთაურობით.
როდესაც, ასეთ რთულ, უკიდურესად მძიმე გეოპოლიტიკურ ვითარებაში გვიწევს არსებობა, როდესაც ქვეყანა დანის პირზე გადის, ერთი არასწორი მოქმედება, გამიზნული პროვოკაცია და უფრსკულში ავღმოჩნდებით.

დღეს, სწორედ, ბატონ ბიძინას უშუალო დამსახურებაა, რომ თბილისი- მეორე ბახმუტი არაა! ქვეყანაში მშვიდობაა და საკუთარი სისხლით „ უკანასკნელ ქართველამდე“ არ ვემსახურებით ბოროტი ძალების ინტერესებს, არ ნადგურდება ქართული გენოფონდი, არ იწვის ქართული სოფლები და ქალაქები…

ყოველთვის ღიად და ხმამაღლა ვიტყვი, რომ ბატონი ბიძინა პოლიტიკაში მოსვლს დღიდან იყო, არის და მომავალშიც იქნება მშვიდობის გარანტი ჩვენს ქვეყანაში, ვისაც არ უნდოდა მოწონდეს და უნდოდეს ეს !

ევროპული მნიშვნელოვანი ღირებულების – ხელისუფლებების განახლების, ცვალებადობის პრინციპის თანახმად, ბატონმა ბიძინამ მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება მიიღო და ქვეყნის მართვა უჭკვიანესს პოლიტიკოსს თანამედროვე ქართულ რეალობაში -ირაკლი კობახიძეს ჩააბარა, ღირსებულ, სანდო , ერთგულ ადამიანს, რომელსაც წარსულში შიდა თუ გარე არაკეთილმოსურნეთა ფეხის დადების მიუხედავად, ჰქონდა გაბოროტების ცდუნება, მაგარამ ბოლომდე ერთგული დარჩა საკუთარი პრინციპების და ღირსების.
არ იფიქროთ, არავინ აკნინებს ირაკლი ღარიბაშვილის ღვაწლს და პოლიტიკას. მადლობა ბატონ ირაკლის ქვეყნის სამსახურისთვის. მას დღეს მეტად რთული მისია აკისრია და მჯერა, რომ ბოლომდე გაართმევს თავს დაკისრებულ ამოცანას ქყვენის დენაციფიკაციის საქმეში.

ვის – თუ, საქართველოს თანამედროვე კონსტიტუციის ერთ-ერთ ავტორს, ირაკლი კობახიძეს არავისგან ესწავლება, რომ საქართველო, კონსტიტუციის მე-5 მუხლის თანახმად- სოციალური სახელმწიფოა.

მჯერა, რომ სახელმწიფო, ბატონ ირაკლი კობახიძის მეთაურობით კვალავაც გაათმაგებული ძალებით იღვაწებს საზოგადოებაში სოციალური სამართლიანობის, სოციალური თანასწორობისა და სოციალური სოლიდარობის პრინციპების განმტკიცებაზე, თანაბარ სოციალურ-ეკონომიკურ და დემოგრაფიულ განვითარებაზე, ადამიანის ჯანმრთელობისა და სოციალურ დაცვაზე, ოჯახის კეთილდღეობის დაცვაზე, კულტურული მემკვიდრეობის დაცვაზე, განათლების, მეცნიერებისა და კულტურის განვითარებაზე, სპორტის განვითარებაზე, ჯანსაღი ცხოვრების წესის დამკვიდრებაზე, უცხოეთში მცხოვრები თანამემამულეების სამშობლოსთან კავშირის შენარჩუნებასა და განვითარებაზე.

წარმატებები პრემიერ ირაკლი კობახიძეს, ამ ურთულეს პოლიტიკურ ეტაპზე მის ცხოვრებაში საქართველოს საკეთილდღეოდ!