საინფორმაციო ანალიტიკური სააგენტო "თბილისი 24". / Information Analytical Agency "Tbilisi 24". / Информационно-аналитическое агентство "Тбилиси 24". / Informationsanalyseagentur "Tbilisi 24" უკრაინის დახმარების პროექტს სენატი კენჭს არ უყრის – თბილისი 24
20 მაისი 2024

უკრაინის დახმარების პროექტს სენატი კენჭს არ უყრის

აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის სპიკერის, მაიკ ჯონსონის განცხადებით კენჭისყრაზე არ გაიტანს სენატში წარდგენილ კანონპროექტს, რომელიც სასაზღვრო უსაფრთხოებას, ასევე უკრაინისა და ისრაელის ფინანსურ დახმარებას ითვალისწინებს.

„ეს კანონპროექტი იმაზე უარესიც კი არის, ვიდრე ველოდით და პრეზიდენტის მიერ შექმნილი სასაზღვრო კატასტროფის დასრულებასთან ახლოსაც ვერ მივა. თუ ეს კანონპროექტი წარმომადგენელთა პალატამდე მოაღწევს, ის მოსვლისთანავე გარდაიცვლება“, – წერს აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის სპიკერი სოციალურ ქსელში.

4 თებერვალს, აშშ-ის სენატმა საზღვრის უსაფრთხოების შესახებ ორპარტიული, 118 მილიარდი დოლარის მოცულობის, კანონპროექტი წარადგინა, რომელიც უკრაინისა და ისრაელის დახმარებასაც მოიცავს.