12 სექტემბერი 2024

იენს სტოლტენბერგი ევროპას გამალებული შეიარაღებისაკენ მოუწოდებს

ნატო რუსეთთან დაპირისპირებისთვის უნდა მოემზადოს, რომელიც შეიძლება ათწლეულების განმავლობაში გაგრძელდეს.

ნატოს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა განმარტა, თუ რატომ უნდა დაუჭირონ აშშ-მ და ევროპის ქვეყნებმა უკრაინას რუსეთთან ომში მხარი. მისი თქმით, ჩვენი ქვეყნის დახმარება ჩვენი მოკავშირეებისთვის უნდა აღიქმებოდეს არა როგორც ქველმოქმედება, არამედ როგორც წვლილი უსაფრთხოებისთვის.

  • თუ პუტინი უკრაინაში გაიმარჯვებს, არ არსებობს იმის გარანტია, რომ რუსული აგრესია სხვა ქვეყნებზე არ გავრცელდება“, – განაცხადა იენს სტოლტენბერგმა.

სტოლტენბერგმა აღნიშნა, რომ რუსეთის აგრესიის შესაჩერებლად უკრაინის მხარდაჭერისა და ნატო-ს სამხედრო პოტენციალის გაძლიერებაა საჭირო, რადგან რუსეთი ხანგრძლივი ომისთვის თავის ეკონომიკას უკვე ამზადებს.

  • „ჩვენ სამრეწველო ბაზის სწრაფად აღდგენა და გაფართოება გვესაჭიროება, რათა უკრაინისთვის მიწოდება გავზარდოთ და ჩვენი საკუთარი რეზერვები შევავსოთ.
  • ეს მშვიდობიან პერიოდში ნელი წარმოებიდან სწრაფ წარმოებაზე გადასვლას ნიშნავს, როგორც ეს კონფლიქტის დროს არის აუცილებელი, – აღნიშნა ნატო-ს გენ. მდივანმა.