საინფორმაციო ანალიტიკური სააგენტო "თბილისი 24". / Information Analytical Agency "Tbilisi 24". / Информационно-аналитическое агентство "Тбилиси 24". / Informationsanalyseagentur "Tbilisi 24" მოღალატე უკრაინელი ექს-დეპუტატი მოსკოვში გარდაცვლილი იპოვნეს – თბილისი 24
19 მაისი 2024

მოღალატე უკრაინელი ექს-დეპუტატი მოსკოვში გარდაცვლილი იპოვნეს

მოსკოვის მახლობლად, ოდინცოვოში, უკრაინის უმაღლესი რადას ყოფილი დეპუტატის ილია კივას ცხედარი იპოვეს, იუწყება Ren-TV. გარდაცვალების გარემოებები და მიზეზები ჯერ არ არის დაზუსტებული.

2022 წლის 30 იანვარს კივამ დატოვა უკრაინა, გადავიდა ესპანეთში, ალიკანტეში და იქიდან მოსკოვში.

შეგახსენებთ, რომ 2023 წლის მარტში ილია კივას უმაღლესი რადას სხდომაზე კენჭისყრის შედეგების საფუძველზე ჩამოერთვა მანდატი. უკრაინის გენერალურმა პროკურატურამ პარლამენტარი სახელმწიფოს ღალატსა და სამშობლოსათვის ზიანის მიყენებაში დაადანაშაულა. მან მხარი დაუჭირა რუსეთის სპეცოპერაციას და არაერთხელ გააკრიტიკა უკრაინის ხელისუფლება. კივას განცხადებით უკრაინის კონტრდაზვერვის ხელმძღვანელი მონაწილეობდა დნრ-ის ყოფილი ხელმძღვანელის ალექსანდრე ზახარჩენკოს მკვლელობაში.