ალიევი: აზერბაიჯანი და საქართველო “ევროპის სტრატეგიულად მნიშვნელოვანი გუნდებია”
აზერბაიჯანი და საქართველო ახლო პარტნიორები არიან, განაცხადა აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა ფორუმზე „ყარაბაღი: დაბრენება სახლში 30 წლის შემდეგ, მიღწევები და სირთულეები».
მისი თქმით, ორი ქვეყნის პარტნიორობა ენერგეტიკით არ შემოიფარგლება.
- „ამ თანამშრომლობის წყალობით ჩვენ შევძელით წარმოგვეჩინა საკუთარი თავი – ორივე ქვეყანამ – როგორც ერთიანმა, სტრატეგიულად მნიშვნელოვანმა გუნდმა ევროპაში“, – აღნიშნა ალიევმა.
აზერბაიჯანის ლიდერის თქმით ის რეგულარულად სტუმრობს საქართველოს, ხოლო საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი აზერბაიჯანში ჩადის. ამ შეხვედრებზე ძალიან მნიშვნელოვანი საკითხები განიხილება,
- „სრულიად გვესმის საქართველოს სურვილი გაწევრიანდეს ევროკავშირში, ვუსურვებ ჩვენს ქართველ მეგობრებს წარმატებებს ამ საქმეში და ვულოცავ მათ საქართველოს სტატუსის მინიჭებას, ” – განაცხადა ალიევმა.
შეგახსენებთ, რომ ევროპელმა ლიდერებმა საქართველოსთვის ევროკავშირში წევრობის კანდიდატის სტატუსის მინიჭების შესახებ საბოლოო გადაწყვეტილება 14-15 დეკემბერს ბრიუსელში გამართულ სამიტზე უნდა მიიღონ.
ბაქოში გამართულ ფორუმზე გამოსვლისას ალიევმა ასევე კომენტარი გააკეთა სომხეთთან მოლაპარაკებების მიმდინარეობაზე.
ალიევი ამბობს, რომ აზერბაიჯანის ტერიტორიული მთლიანობის დადასტურებას “არა დეკლარაციებით, არამედ ხელმოწერებით” ელის.
“ჩვენი მიზანი არ არის სომხეთის ტერიტორიის ოკუპაცია”, – განაცხადა მან.
გარდა ამისა, აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ევროსტრუქტურები გააკრიტიკა. ალიევის თქმით „ევროპარლამენტის ზოგიერთი წევრი მანიაკივით იქცევა“, ხოლო ევროპული დიპლომატიის ხელმძღვანელს ჯოსეფ ბორელს და ევროპარლამენტის პრეზიდენტს რობერტა მეცოლას „პოპულისტები“ უწოდა.