დიდ ევროპულ ოჯახში (ფინეთში) მალე გაყიდვაში გამოვა “ტამპონები მამაკაცებისათვის”
ტრანსგენდერთა ცნობიერების საერთაშორისო კვირეულთან დაკავშირებით, ფინეთში მამაკაცის ტამპონების შეზღუდული პარტია გამოვიდა, წერს Iltalehti.
ეს იმისთვის კეთდება, რომ სქეს შეცვლილ ადამიანებს ფსიქოლოგიური დისკომფორტი არ შეუქმნას.
მამაკაცის ტამპონები “ტრადიციული” ტამპონებისგან მხოლოდ შეფუთვით განსხვავდება. მუქი ლურჯი ლაკონური შეფუთვის ორ მხარეს მოთავსებულია წარწერა “მენსტრუაციისთვის”. თაროზე შეფუთვა გვერდზე ტრიალებს ფრაზის დასაწყისით – ასოები “კაცებისთვის”
- „მენსტრუაცია შეიძლება იყოს გენდერული კონფლიქტის მიზეზი. გენდერული კონფლიქტი არის ურთიერთქმედება ან ფსიქოლოგიური მდგომარეობა, რომელიც დაფუძნებულია გენდერული ღირებულებების, ურთიერთობების, როლების წინააღმდეგობრივ აღქმაზე, რაც იწვევს ინტერესებისა და მიზნების შეჯახებას“, იუწყება ფინური ორგანიზაცია Seta.
ამის გამო, მენსტრუაცია შეიძლება იყოს მტკივნეული კონცეფცია ფსიქოლოგიური თვალსაზრისით.
პრესრელიზში ვუოკოსეტი ასევე ეხება კვლევას, რომლის მიხედვითაც მენსტრუალური პროდუქტების ძლიერმა გენდერულმა ორიენტაციამ შეიძლება გაზარდოს შფოთვა მათ გარშემო.
- „მამაკაცებისთვის განკუთვნილი ტამპონების გამოშვების შემდეგ, ვუოკოსეტს სურს შეცვალოს მენსტრუაციის იდეა“, – ნათქვამია გამოცემაში.
ჯერჯერობით მამაკაცის ტამპონები სამწუხაროდ მხოლოდ ერთ მაღაზიაში, K-Market BiiliTalo-ში, ჰელსინკის კამპის რაიონში იყიდება. Vuokkoset-ის პრესრელიზის თანახმად, პროდუქტი გაყიდვაში 2024 წელს გამოვა.
ჰიგიენური საშუალებების ფინელი მწარმოებელი Lunette ასევე ცდილობს მენსტრუაციაზე და მის პროდუქტებზე გენდერულად ნეიტრალურ ფორმატში ისაუბროს.