საინფორმაციო ანალიტიკური სააგენტო "თბილისი 24". / Information Analytical Agency "Tbilisi 24". / Информационно-аналитическое агентство "Тбилиси 24". / Informationsanalyseagentur "Tbilisi 24" პუტინი -G20-ის ლიდერებს :  მშვიდობიანი მოსახლეობის და ბავშვების გაჟლეტვა პალესტინაში არ გაძრწუნებთ? – თბილისი 24
20 მაისი 2024

პუტინი -G20-ის ლიდერებს :  მშვიდობიანი მოსახლეობის და ბავშვების გაჟლეტვა პალესტინაში არ გაძრწუნებთ?

რუსეთის სახელმწიფოს მეთაურის თქმით, G20-ის ზოგიერთმა კოლეგამ საჯარო გამოსვლებში განაცხადა, რომ „შეძრწუნებულია უკრაინაში „რუსეთის განგრძობითი აგრესიით“.

„რა თქმა უნდა, სამხედრო ქმედება ყოველთვის ტრაგედიაა, მაგრამ უპირველეს ყოვლისა საჭიროა ვიფიქროთ, როგორ დავასრულოთ ის. მოსკოვს არასოდეს უთქვამს უარი კიევთან სამშვიდობო მოლაპარაკებებზე. ეს უკრაინა საჯაროდ გამოეთიშა პროცესს, ხელი მოაწერა ბრძანებულებას, რომელიც კრძალავს ასეთ პროცესს.

  • მესმის, რომ ეს  ომია,  ხალხის სიკვდილი არ შეიძლება არ გაძრწუნებდეს,  და სისხლიანი გადატრიალება უკრაინაში 2014 წელს, რასაც მოჰყვა კიევის რეჟიმის ომი თავისი ხალხის წინააღმდეგ დონბასში, არ გაძრწუნებთ?  
  • მშვიდობიანი მოსახლეობის გაჟლეტვა პალესტინაში, ღაზას სექტორში არ გაძრწუნებთ?
  • ექმიმებს რომ ანესთეზიის გარეშე უწევთ ბავშვებისთვის ოპერაციის გაკეთება , არ გაძრწუებთ? არ არის შოკი?
  •  ის, რომ გაეროს გენერალურმა მდივანმა თქვა, რომ ღაზა გადაიქცა უზარმაზარ ბავშვთა სასაფლაოდ, ეს არ გაძრწუნებთ? – განაცხადა რუსეთის ლიდერმა.

შეგახსენებთ, რომ წინა დღეს რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტმა BRICS-ის საგანგებო სამიტზე ისაუბრა პალესტინა-ისრაელის კონფლიქტზე. ვლადიმერ პუტინმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ ღაზას სექტორში ათასობით ადამიანის დაღუპვა, მშვიდობიანი მოსახლეობის მასობრივი გაძევება და მომხდარი ჰუმანიტარული კატასტროფა ღრმა შეშფოთებას იწვევს. ასევე, მან მხარი დაუჭირა გაეროს უშიშროების საბჭოს რეზოლუციას, რომელიც ახლო აღმოსავლეთში კონფლიქტის ზონაში ჰუმანიტარული პაუზებისკენ მოუწოდებს.