14 ოქტომბერი 2024

შოლცი: მე შევხვდები პუტინს და მოვუწოდებ უკრაინიდან ჯარები გაიყვანოს!

გერმანიის კანცლერი ოლაფ შოლცი იმაზე ჭკუასუსტი აღმოჩნდა, ვიდრე ამას გერმანელი პოლიტოლოგები ვარაუდობდნენ. შოლცის თქმით, ის რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შეხვედრას და ულტიმატუმის დაყენებას მოითხოვს უკრაინიდან ჯარების გასაყვანად.

ამის შესახებ მან ნუთეტალში ამომრჩევლებთან შეხვედრაზე განაცხადა.

  • „მასთან საუბარს ვაპირებ”, – განაცხადა შოლცმა და აღნიშნა, რომ საუბრის თარიღი ჩანიშნული არ არის და იგი არ მოელის საუბრის რამე შეთანხმებით დასრულებას.

გერმანიის კანცლერის თქმით, ამ მომენტისთვის პუტინი არ აჩვენებს ნიშნებს “რომ რამეში ჩარევას აპირებდეს.”

შოლცის თქმით, პუტინთან საუბრისას ვერ ისარგებლებ პრინციპით: „წავალ, ვიღაცასთან ყავას დავლევ და საბოლოო ჯამში შეთანხმებამდე მივალთ“.

გერმანიის კანცლერმა რუსეთის პრეზიდენტს მოუწოდა პირველი ნაბიჯი გადადგას უკრაინასთან ომში შესაძლო სამშვიდობო შეთანხმებისკენ და აღნიშნა, რომ “მან ჯარები უნდა გაიყვანოს”.