უკრაინელმა პილოტმა СУ-27 რუსეთში გაიტაცა
უკრაინის შეიარაღებული ძალების პილოტმა რუსეთში გაქცევა გატაცებული სუ-27-ით შეძლო. ამის შესახებ ინფორმაციას Baza Telegram-ის არხი ავრცელებს.
ამავე დროს, ДНР -ის ინფორმაციის ყოფილმა მინისტრმა დანიილ ბესონოვმა განაცხადა, რომ მფრინავი ფარულად თანამშრომლობდა რუსეთის შეიარაღებულ ძალებთან 2022 წლის თებერვლიდან.
18 ნოემბერს, დილით, KA-52 ვერტმფრენის პილოტმა საძახილით „ვოევოდა“ განაცხადა, რომ უკრაინის საჰაერო ძალების მოქმედი პილოტი რუსეთში გაფრინდა.
- ”ესე იგი, ჩვენ ჩვენი ბიჭი გვყავს! <…> მე, როგორც ამ აქციის დამფუძნებელი, მომხდარს დავარქმევ “ჩიტი ბუდეში”, – წერდა “ვოევოდა”.
მანამდე უკრაინის შეიარაღებული ძალების სამმა ჯარისკაცმა დნეპრი გადაცურა და რუსეთის შეიარაღებულ ძალებს ჩაბარდა