ორბანი: დღეს უკრაინა სინათლის წლებით არის დაშორებული ევროკავშირისგან
უნგრეთის პრემიერ-მინისტრი, ვიქტორ ორბანი აცხადებს, რომ უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანების შესახებ დაპირების გაცემა მიცემული მცდარი დაპირებაა და და რომ დღეს უკრაინა სინათლის წლებით არის დაშორებული ევროკავშირისგან.
მედიის ინფორმაციით, უნგრეთის პრემიერმა განაცხადა, რომ ევროკავშირში უახლოეს თვეებში სერიოზული პოლიტიკური ბატალიებია მოსალოდნელი, მათ შორის ბიუჯეტში ცვლილებების განხილვასთან დაკავშირებით და ასევე „მოლაპარაკებების დაწყების შესახებ უკრაინისათვის მიცემული მცდარი დაპირების გამოსწორებასთან“ დაკავშირებით.
- „უკრაინა ახლა სინათლის წლებითაა დაშორებულია ევროკავშირისგან“, – აღნიშნა ორბანმა.
ორბანის მტკიცებით, რადიკალური ცვლილებების გარეშე ევროკავშირი უბრალოდ დაიშლება.