7 ოქტომბერი 2024

ისრაელის გენ.შტაბის უფროსი: ომი იქნება მძიმე და ხანგრძლივი

ისრაელის თავდაცვის ძალების (IDF) გენერალური შტაბის უფროსმა, გენერალ-ლეიტენანტმა გერზი ჰალევიმ გააფრთხილა სამხედროები, რომ ომი რადიკალურ დაჯგუფება „ჰამასთან“ ხანგრძლივი და რთული იქნება.

“ომი იქნება მძიმე და ხანგრძლივი და IDF გაიმარჯვებს მას”, – წერს ჰალევი წერილში, რომელიც მან ჯარისკაცებს გაუგზავნა.

  • ჩვენ სრულად ვართ გაერთიანებული ჩვენი მისიაში, დავიცვათ სახლი და მზად ვართ ნებისმიერი სცენარისთვის. ჩვენ უკომპრომისოდ ვართ მოწოდებული მტრის დამარცხებისა და ყველგან უსაფრთხოების აღდგენისკენ”, – ციტირებს ისრაელის მასმედია სამხედრო ლიდერის სიტყვებს.
  • “ჩვენ დავაზიანეთ მტრის ინფრასტრუქტურა, მისი ხელმძღვანელობა, მან დიდი ზარალი განიცადა. ჩვენ მივიღეთ დარტყმა და პასუხისმგებლობა ვკისრულობთ ამის შესახებ, მაგრამ ახლა ინიციატივა ჩვენს ხელშია“, – აღნიშნა გენერალური შტაბის უფროსმა.

იმავდროულად, სამშაბათს ისრაელში ჩავიდა შეერთებული შტატების შეიარაღებული ძალების ცენტრალური სარდლობის ხელმძღვანელი, გენერალი მაიკლ კურილა.

როგორც ისრაელის თავდაცვის სამინისტრომ აღნიშნა, „ეს ვიზიტი ომის დროს მიუთითებს მჭიდრო კავშირებზე და ზოგადად ორი ქვეყნის და კერძოდ ისრაელისა და შეერთებული შტატების შეიარაღებული ძალების საერთო ბედზე“.