! მსგავსს ფაშისტებიც არ აკეთებდნენ, ღაზაში, მინიმუმ 500 ადამიანი დაიღუპა საავადმყოფოზე ისრაელის საჰაერო თავდასხმის შედეგად
ღაზას სექტორის ჯანდაცვის სამინისტრომ სამშაბათს განაცხადა, რომ მინიმუმ 500 ადამიანი დაიღუპა ანკლავის საავადმყოფოზე ისრაელის საჰაერო თავდასხმის შედეგად, იტყობინება Associated Press (AP).
ისრაელის სამხედროები ინციდენტის მონაცემებს ამოწმებენ. “ჩვენ მივიღებთ ინფორმაციას და ვაცნობებთ საზოგადოებას. არ ვიცი, იყო თუ არა ეს ისრაელის საჰაერო თავდასხმა”, – ციტირებს AP-ს ისრაელის თავდაცვის ძალების წარმომადგენელი დანიელ ჰაგარი.
პალესტინის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა მაჰმუდ აბასმა საავადმყოფოზე თავდასხმის გამო სამდღიანი გლოვა გამოაცხადა.
„ეგვიპტემ მოუწოდა ისრაელს დაუყოვნებლივ შეწყვიტოს კოლექტიური დასჯის პოლიტიკა ღაზას სექტორის მაცხოვრებლების მიმართ“, – ციტირებს ეგვიპტის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებას The Times of Israel.