ორბანი -პუტინს: 2009 წლის შემდეგ ჩვენ მე-12 -ჯერ ვხვდებით
რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა განაცხადა, რომ მისი შეხედულებები ყოველთვის არ ემთხვევა უნგრეთის პრემიერ-მინისტრს, ვიქტორ ორბანს, მაგრამ ეს ხელს არ უშლის მათ რაიმე პრობლემის გადაჭრის ძიებაში.
- “ჩვენი შეხედულებები ყოველთვის არ ემთხვევა მას (ორბანს ). ხშირად ჩვენ სრულიად განსხვავებულ პლატფორმებზე ვართ, მაგრამ ეს არ გვიშლის ხელს ვისაუბროთ და ვეძიოთ გადაწყვეტილებები ზოგიერთ კითხვაზე და პრობლემაზე”, – განაცხადა პუტინმა ჟურნალისტთან ინტერვიუში. პაველ ზარუბინი ტელეკომპანია „რასია-24“-ის ეთერში (ВГТРК).
პუტინმა დასძინა, რომ ორბანი “ევროპელი პოლიტიკოსების მცირე ჯგუფს მიეკუთვნება, რომლებმაც იციან როგორ დაიცვან თავიანთი ინტერესები”.
- „ის ამას აკეთებს დაჟინებით, თანმიმდევრულად, შეიძლება ითქვას, საკმაოდ ტაქტიანად“, – თქვა პუტინმა.
- “2009 წლის შემდეგ ჩვენ მე-12 -ჯერ ვხვდებით. უნგრეთი მიზანი რუსეთის წინააღმდეგობა არასდროს არ ყოფილა. ჩენ დაიტერესებული ვართ ჩენი ურთიერთობების გაღრმავებით. მადლობა “გაზპრომს” შესრულებული ვალდებულებებისათვის“- განაცხადა ვიქტორ ორბანმა.