პუტინი: რუსეთის ინტერესების დათრგუნვა შეუძლებელია!
რუსეთის ინტერესების დათრგუნვა შეუძლებელია, უცხო ქვეყნებს მოუწევთ მათი გათვალისწინება. ამის შესახებ რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა განაცხადა.
სახელმწიფოს მეთაურმა კომენტარი გააკეთა აშშ-ს პრეზიდენტის, ჯო ბიდენის ბოლო განცხადებაზე, რომელმაც მოუწოდა ევროპის ყველა ძალის გაერთიანებას „პუტინის ჩახშობის მიზნით“.
- “ეს არ მეხება პირადად მე. ეს ეხება ქვეყნის ინტერესებს. და რუსეთის ინტერესების დათრგუნვა შეუძლებელია. მათი გათვალისწინება იქნება საჭირო”, – განაცხადა რუსეთის ფედერაციის ლიდერმა VGTRK-ის ჟურნალისტის კითხვებზე პასუხის გაცემისას.