უკრაინელი ფეხბურთელი ბელგიაში მატჩის შემდეგ რუსეთში გაიქცა და თავშესაფარი სთხოვა

უკრაინული “შახტიორის” ფეხბურთელმა ალექსანდრე რასპუტკომ ბელგიის აეროპორტში ფორმა დატოვა და კომუნიკაცია შეწყვიტა, ასევე წაშალა ყველა პოსტი სოციალურ ქსელებში, იუწყება უკრაინული მედია. სპორტსმენი უეფას ახალგაზრდული ლიგის “ანტვერპენთან” მატჩის შემდეგ გაუჩინარდა.
წინასწარი ინფორმაციით, ის რუსეთში გაიქცა, სადაც პოლიტიკური თავშესაფარი ითხოვა.