საქართველოში ლიბერალიზმის ნიღბით, ფაშიზმი და ბოლშევიზმი ყალიბდება!!!
რამდენიმე დღის წინ ინტერნეტსივრცეში შეიქმნა პლატფორმა mona.ge. როგორც საიტი იუწყება, “გირჩი მთ / დროას ინიციატივით, ოპოზიცია, სამოქალაქო სექტორი და მედია იწყებენ რუსეთის მსახურების საჯარო მხილების პროექტს”.
რას ითვალისწინებს პროექტი:
” 1. დღეს საქართველოში არსებული რუსული რეჟიმის მონურ მორჩილებასა და სამსახურში მყოფთა მხილება და მათი ვინაობების გასაჯაროება;
- მხილებული ადამიანების ვინაობების შენახვა ციფრულ ფორმატში მომავალი თაობებისთვის, როგორც ადამიანების, რომლებიც ქვეყნის ისტორიის ამ მნიშვნელოვან და მძიმე პერიოდში სხვადასხვა ფორმითა და ფუნქციით იდგნენ რუსული რეჟიმის სამსახურში;
- ამ ადამიანებისთვის და მათი ოჯახის წევრებისთვის დასავლეთის ქვეყნებში გაქცევისა და თავშესაფრის მიღებისთვის მაქსიმალურად ხელის შეშლა
ყოველკვირეულ რეჟიმში, სპეციალურ ბრიფინგზე ამ ადამიანების ვინაობები და მათი საქმიანობა გასაჯაროვდება
მხილებული ადამიანების სია ყოველთვიურ რეჟიმში გადაეგზავნებათ დასავლეთის ქვეყნების საქართველოში აკრედიტებულ დიპლომატიურ მისიებსა და დასავლეთის ქვეყნების საემიგრაციო სამსახურებს”;
პროექტის სამიზნეები კი პოლიციელები, სუს-ის თანამშრომლები, საჯარო მოხელეები, ა(ა)იპ-ებში დასაქმებულები, არამათებურად მოაზროვნე ჟურნალისტები და ექსპერტები და ა.შ. არიან – არა, თვალი ნამდვილად არ გატყუებთ, სწორედ ეს წერია აღნიშნული პლატფორმის ვებგვერდზე და სწორედ ამას აპირებს ეს ე.წ. ოპოზიცია, სინამდვილეში კი უცხო ქვეყნის აგენტურა, რომელსაც ქვეყანაში არსებული სიმშვიდე და სტაბილურობა ნამდვილად არ აძლევს ხელს. ამ ბოროტი და მოღალატეობრივი ძალის გადარჩენის საფუძველთა საფუძველი მხოლოდ დესტაბილიზაცია და არეულობაა, რაგინდარა გზით. აქამდე ამას ვერ მიაღწიეს, სამაგიეროდ, ახლა აი, ასეთი მავნებლობა დაგეგმეს და ადამიანებს ისევ ფსიქოლოგიურ ტერორის ქვეშ აყენებენ, ისევ აამუშავეს დაშინების, დაშანტაჟების, ბულინგის აპრობირებული მანქანა.
ფაშიზმისა და ბოლშევიზმის დროს განსხვავებულად მოაზროვე ადამიანს საზოგადოება მტრად აღიქვამდა, შესაბამისად, ჩამოყალიბდა ტერმინი “ხალხის მტერი”, რომელსაც ფაშისტები დაღსაც კი ასვამდნენ სხეულზე და ეს იყო სტიგმა, რომელსაც ვერ ჩამოიშორებდი, ვერ მოიცილებდი.
გირჩისა და დროას პროგრამის იდეოლოგია სხვა არაფერია, თუ არა თანამედროვე ფაშიზმი, რომელიც არა მხოლოდ სახელმწიფო მმართველობის წინააღმდეგაა მიმართული, არამედ ზოგადად ადამიანის, მოაზროვე ადამიანის წინააღმდეგ. მე იმედს ვიტოვებ, რომ ამ განცხადებას შესაბამისი უწყებები ყურადღების მიღმა არავინ დატოვებს, რომ დასავლეთი სერიოზულად არცკი განიხილავს, რომ სამართალმდაცავი ორგანოები შეისწავლიან, როგორც ფსიქოლოგიური ტერორის სახეს, რომელიც შესაძლოა (და არაა გამორიცხული) ფიზიკურ დაპირისპირებაში გადაიზარდოს, რაც ქვეყანაში დესტაბილიზაციას აუცილებლად გამოიწვევს, ეს კი, როგორც ზემოთ აღვნიშნე, ამ მოღალატეობრივი დაჯგუფების გადარჩენის ერთადერთი გზაა.
ისე, სულ ოდნავ ღიმილის მომგვრელია, რომ მონობაზე საუბრობს გირჩი ჯაფარიძე, რომელიც მარიხუანას მონაა, საკუთარი სხეულისა და ყველაზე მდაბალი ადამიანური ვნებების მონა, ხოლო რუსულ რეჟიმზე ის ელენე ხოშტარია, რომლის საბანკო ანგარიშებზე რუსეთიდან დღემდე მილიონობით რუბლი ირიცხება!!!
და მაინც: ეს ნამდვილად აღარაა სახუმარო ამბავი: საქართველოში ლიბერალიზმის ნიღბით, ფაშიზმი და ბოლშევიზმი ყალიბდება!!!
შინაგან საქმეთა სამინისტრო / Ministry of Internal Affairs of Georgia საქართველოს პროკურატურა / The Prosecution Service of Georgia საქართველოს მთავრობა
ნინიკო მშვიდობაძე