საინფორმაციო ანალიტიკური სააგენტო "თბილისი 24". / Information Analytical Agency "Tbilisi 24". / Информационно-аналитическое агентство "Тбилиси 24". / Informationsanalyseagentur "Tbilisi 24" ევროპის საბჭო: თან ივაჭრეთ და თან აღიარეთ ვლადიმერ პუტინი არალეგიტიმურად! – თბილისი 24
20 მაისი 2024

ევროპის საბჭო: თან ივაჭრეთ და თან აღიარეთ ვლადიმერ პუტინი არალეგიტიმურად!

ევროპის საბჭოს ასამბლეა ევროპის საბჭოს წევრ ქვეყნებს მოუწოდებს, „აღიარონ ვლადიმერ პუტინი არალეგიტიმურად მისი ამჟამინდელი საპრეზიდენტო ვადის დასრულების შემდეგ და შეწყვიტონ მასთან ყოველგვარი კონტაქტი, ჰუმანიტარული კონტაქტის გარდა, – ამის შესახებ ევროპის საბჭოს ვებგვერდზე გამოქვეყნებულ ინფორმაციაშია აღნიშნული.

„პრეზიდენტის აბსოლუტურმა ძალაუფლებამ, რომელიც გამოწვეულია ხელისუფლების უკიდურესად ხანგრძლივი ვადით, ყოველგვარი კონტროლისა და ბალანსის სისტემის გარეშე, როგორიცაა ძლიერი პარლამენტი, დამოუკიდებელი სასამართლო სისტემა, თავისუფალი მედია და აქტიური სამოქალაქო საზოგადოება, რუსეთის ფედერაცია დე ფაქტო დიქტატურად გადააქცია “, – აცხადებენ პარლამენტარები.

ამავდროულად, 2022 წლის ბოლოსთვის რუსეთისა და ევროკავშირის სავაჭრო ბრუნვა გაიზარდა 2,3%-ით და 258,6 მილიარდ ევრომდე, რაც მაქსიმუმი გახდა რვა წლის განმავლობაში.