14 ოქტომბერი 2024

პროფ.ალასანია: შიშები მაქვს, გულიც ხომ კუნთია არა? რა დროს გაუჩერდება არ ვიცი!

პროფესორი გიული ალასანია მსჯავრდებული შვილის, ოდესის ყოფილი გუბერნატორის მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებით შემაშფოთებელ ინფორმაციას ავრცელებს.

ალასანიას თქმით, მას შიშები აქვს, რადგან დარწმუნებულია, რომ “მიშიკოს გულის კუნთები სამშობლოზე დარდისგან გალეულია” და მუშაობის ბოლოს წუთებს ითვლის.

  • სამწუხაროდ, ჯანმრთელობის მდგომარეობა არ არის კარგი, რადგან საერთოდ კუნთის ნასახი არ აქვს ადამიანს. გულიც ხომ კუნთია და, მართალი გითხრათ, ყოველ ჯერზე შიშით შევდივარ, გული რა წუთში გაჩერდება, არ ვიცი“, – აცხადებს ღვაწლმოსილი პროფესორი ალასანია.