7 ოქტომბერი 2024

ნუნუკა თამაზაშვილმა და ანიკო ლევაიმ კომპანია − „დავით კაკაბაძე მინანქარი ოქრომჭედლობა“ − დაათვალიერეს

საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის მეუღლემ − ნუნუკა თამაზაშვილმა და უნგრეთის პრემიერ-მინისტრ ვიქტორ ორბანის მეუღლემ − ანიკო ლევაიმ კომპანია − „დავით კაკაბაძე მინანქარი ოქრომჭედლობა“ − დაათვალიერეს.
კომპანიის მფლობელმა და სამხატვრო ხელმძღვანელმა დავით კაკაბაძემ ნუნუკა თამაზაშვილსა და ანიკო ლევაის კომპანიის საქმიანობის შესახებ ინფორმაცია მიაწოდა. პრემიერ-მინისტრთა მეუღლეები ადგილზე დეტალურად გაეცნენ სამუშაოთა მიმდინარეობის პროცესს.

დავით კაკაბაძემ სტუმრებს თავისი საავტორო წიგნები გადასცა საჩუქრად.სახელოსნო 1999 წელს დაარსდა. კომპანიაში დასაქმებულია 60-ამდე ადამიანი.

  • სახელოსნო არის მულტიფუნქციონალური და მოიცავს 8 სახელოსნოს, ასევე არის ოქრომჭედლობის სრული კომპლექტაციის შექმნის პირობები.
  • კომპანია მუშაობს საეკლესიო ნივთებსა და საერო სამკაულებზე; საათის დეტალებსა და მინანქრის ციფერბლატებზე. ის თანამშრომლობს უცხოურ კომპანიებთან, მათ შორის − საათების შვეიცარიულ კომპანია Patek Philippe-თან, რომლისთვისაც ამზადებს მინანქრის ციფერბლატებსა და საათის სხვა დეტალებს.