პუტინი: ჩვენ ყოველთვის მხარს ვუჭერდით დამოუკიდებელი პალესტინის სახელმწიფოს შექმნას
რუსეთის პოზიცია პალესტინა-ისრაელის კონფლიქტის მოგვარების საკითხზე დიდი ხანია ჩამოყალიბებულია და ეს ორივე მხარისთვის კარგად არის ცნობილი. მოსკოვი ყოველთვის მხარს უჭერდა გაეროს უშიშროების საბჭოს გადაწყვეტილების შესრულებას, ჩვენ ყოველთვის მხარს ვუჭერდით დამოუკიდებელი პალესტინის სახელმწიფოს შექმნას, ამის შესახებ რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა განაცხადა.
- “ჩვენ ყოველთვის მხარს ვუჭერდით გაეროს უშიშროების საბჭოს გადაწყვეტილებების შესრულებას, ვგულისხმობ, პირველ რიგში, დამოუკიდებელი პალესტინის სახელმწიფოს შექმნას. ეს არის ყველა პრობლემის საფუძველი”, – განაცხადა რუსეთის პრეზიდენტმა ფორუმ “რუსული ენერგეტიკული კვირა“-ზე სიტყვით გამოსვლისას.
პუტინმა გაიხსენა , რომ თავდაპირველად საუბარი იყო ორი დამოუკიდებელი და სუვერენული სახელმწიფოს – ისრაელისა და პალესტინის შექმნაზე. პირველი, როგორც მოგეხსენებათ, შეიქმნა, მეორე კი არა. პრეზიდენტის თქმით, ისრაელმა სამხედრო გზით აიღო იმ მიწების ნაწილი, რომელსაც პალესტინელები თავდაპირველად თავიანთ საკუთრებად თვლიან.
რუსეთის პრეზიდენტმა ასევე მოუწოდა კონფლიქტის ორივე მხარეს, მარტო თავი დაანებონ ქალებს და ბავშვებს და მისცენ მამაკაცებს საშუალება გაარკვიონ თავიანთი ურთიერთობები.
პუტინის თქმით , დღეს მსოფლიო აკვირდება “საშინელ გამწვავებას ორივე მხრიდან”.