ჯანყი გურიაში,ანუ ნაცმოძრაობა ნიკანორის წინააღმდეგ
“მთავარ ოპოზიციურად” წოდებულ, ოდიოზურ პარტია “ნაციონალურ მოძრაობაში” შიდა არუელობაა.
პარტიის წევრები ირაკლი ნადირაძე და 12 რეგიონალური ლიდერი, მოქმედი თავმჯდომარის -ნიკანორ მელიას წინააღმდეგ გამოდიან და მის თანამდებობიდან ჩამოსაშორებლად ახალ შიდა პარტიულ არჩევნებს ითხოვენ.
კერძოდ, ისინი მოითხოვენ პარტიის პოლიტ.საბჭოს და სამდივნოს ხელახალ დაკომპლექტებას და ახალი თავმჯდომარის არჩევას, რომელსაც “ასი ათასობით გულმხურვალე მხარდამჭერი ეყოლება”.
“თბილისი 24”-ის ინფორმაციით, აჯანყებულებს ნაც.მოძის თავმჯდომარის პოსტზე მსჯავრდებულ ნიკოლოზ გვარამიას ხილვა სურთ, რადგან მიაჩნიათ , რომ ხელისუფლება მას ევროპარლამენტის ზეწოლის შედეგად მალე გაათავისუფლებს.