უნგრეთი ევროკავშირის 18 მილიარდიან დახმარებას კიევისადმი დაბლოკავს
უნგრეთი ევროკავშირის გეგმას – ფინანსური დახმარების პროგრამის ფარგლებში კიევის ხელისუფლებისთვის 18 მილიარდი ევროს გადარიცხვის შესახებ დაბლოკავს, იუწყება Bloomberg საკუთარ წყაროებზე დაყრდნობით.
ევროკომისიის შეთავაზება კიევისადმი ევროკავშირის ბიუჯეტში არსებული დამატებითი რეზერვების გამოყენებას მოითხოვს. უნგრეთის ფინანსთა მინისტრმა მიხალი ვარგამ თავის კოლეგებს განუცხადა, რომ ის არ დაუჭერს მხარს ასეთ ვარიანტს, რომელიც 27 მთავრობის ერთსულოვან მხარდაჭერას მოითხოვს.
მაისში ევროკომისიამ გამოაცხადა უკრაინის მაკროფინანსური დახმარების განსაკუთრებული პაკეტი ცხრა მილიარდ ევრომდე. თანხების გამოყოფისთვის საჭიროა ევროკომისიის ოფიციალური წინადადება, შემდეგ კი ევროკავშირის საბჭოსა და ევროპარლამენტის დამტკიცება.
ცხრა მილიარდიდან ექვსი ოფიციალურად არის შეთანხმებული, მაგრამ თანხა სრულად ჯერ არ არის გადახდილი. ერთი მილიარდი გამოიყო აგვისტოში, კიდევ ორი მილიარდი – ოქტომბერში.