ევროპარლამეტის რეზოლუცია: მოგვარდეს კანდიდატის სტატუსის მინიჭებამდე!
ევროპარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტმა საქართველოს შესახებ ყოველწლიური ანგარიში კომპრომისული შესწორებებით მიიღო.
კონკრეტულად, ევროპარლამენტი იძლევა რეკომენდაციას, რომ ” მოგვარდეს ბიძინა ივანიშვილის გადაჭარბებული გავლენა ქვეყნის პოლიტიკურ, ეკონომიკურ და საზოგადოებრივ ცხოვრებაზე, რომელიც უნდა გადაწყდეს საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭებამდე”.
ანუ,რაც ნიშნავს ღიად დაფიქსირებას იმის, რომ ბიძინა ივანიშვილია მთავარი დაბრკოლება საქართველოს ევროსტრუქტურებში გასაწევრიანებლად და იძლევა კონკრეტულ ვადას ამ “პრობლემის აღმოსაფხვრელად”.