6 დეკემბერი 2024

საქართველოს ხელისუფლებამ გაათავისუფლოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი

ევროპარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტმა საქართველოს შესახებ ყოველწლიური ანგარიში კომპრომისული შესწორებებით მიიღო. მიღებულია ცვლილებაც, რომელიც ყოფილ მხედართმთავარს, მიხეილ სააკაშვილს ეხება:

  • “საქართველოს ხელისუფლებამ გაათავისუფლოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი და მისცეს მას უფლება, გაიაროს სათანადო სამედიცინო მკურნალობა საზღვარგარეთ ჰუმანიტარული ნიშნით და როგორც პოლიტიკური პოლარიზაციის შემცირების საშუალება”- ნათქვამია განცხადებაში.

ანგარიშის მომხსენებელი  სვენ მიქსერია. სხდომას ესწრებოდა საქართველოს მესამე პრეზიდენტის მშობელი დედა, გიული ალასანია.