საინფორმაციო ანალიტიკური სააგენტო "თბილისი 24". / Information Analytical Agency "Tbilisi 24". / Информационно-аналитическое агентство "Тбилиси 24". / Informationsanalyseagentur "Tbilisi 24" მოგიწოდებთ,შეწყვიტეთ პოლიტიკურად მოტივირებული საქმეები! – თბილისი 24
20 მაისი 2024

მოგიწოდებთ,შეწყვიტეთ პოლიტიკურად მოტივირებული საქმეები!

ევროპარლამენტარები საქართველოს ხელისუფლებას “მთავარი არხის” გენერალური დირექტორის, მე-12 დაწესებულების ბინადარის,  ნიკოლოზ გვარამიას განაჩენის გადახედვისკენ მოუწოდებენ – ევროპარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტმა საქართველოს შესახებ ყოველწლიური ანგარიში კომპრომისული შესწორებებით მიიღო.

156-ე შესწორებაში, მირიამ ლექსმანის, ვლადიმირ ბილჩიკის, მაიკლ გალერის, რასა იუკნევიჩიენესა და ანდრიუს კუბილიუსის [EPP] ავტორობით, ნათქვამია, რომ უნდა „გადაიხედოს ნიკა გვარამიას საქმე და გამოთქმულია მოლოდინი, რომ ევროკავშირის საგარეო ქმედებათა სამსახური და ევროკავშირის წარმომადგენლობა ადგილზე გააგრძელებს პოლიტიკურად მოტივირებულ საქმეებთან დაკავშირებული ყველა სასამართლო პროცესის მონიტორინგს“.

ევროპარლამენტი მოუწოდებს საქართველოს ხელისუფლებას, შეწყვიტოს პოლიტიკურად მოტივირებული სისხლის სამართლის საქმეები და გადახედოს მთავრობის მიმართ კრიტიკული მედიასაშუალებების მუშაკების, მფლობელების ან მათი ოჯახის წევრების წინააღმდეგ მიმდინარე საქმეებს.