პალესტინურმა დრონმა ისრაელის ერთ-ერთი საუკეთესო ტანკი გაანადგურა (ვიდეო)
პალესტინურმა დრონმა ისრაელის არმიის ერთ-ერთი საუკეთესო ტანკი Merkava Mk4 გაანადგურა . ტექნიკის განადგურება ტელეგრამის არხის “სამხედრო დამკვირვებლის” მიერ გამოქვეყნებულ ვიდეოზე იქნა აღბეჭდილი.
- „წინააღმდეგობის ისლამური მოძრაობის“ (ჰამასი) ბოევიკებმა უპილოტო თვითმფრინავებიდან ნაღმების ჩამოგდების ტაქტიკა გამოიყენეს. აღნიშნულია, რომ ისრაელის ტანკმა ჰამასის სამხედროების მიერ ოკუპირებული სასაზღვრო პუნქტის მოგერიება სცადა.
Merkava Mk4 მიღებულ იქნა შეიარაღებაში 2004 წელს. იგი აღჭურვილია აქტიური თავდაცვის მოწინავე კომპლექსით (KAZ) Trophy, რომელიც ანადგურებს თავდასხმის სატანკო რაკეტებს და სარაკეტო ყუმბარებს ფრენის დროს. ისრაელში ამ ტანკს აუღებელს უწოდებდნენ.
7 ოქტომბერს ისრაელი ღაზას სექტორიდან მასიური სარაკეტო თავდასხმის მსხვერპლი გახდა. ისრაელზე თავდასხმებზე პასუხისმგებლობა მოძრაობა ჰამასმა აიღო. ისრაელის არმიამ რეზერვისტების შეკრება გამოაცხადა. სარაკეტო თავდასხმების გარდა, ჰამასი ახორციელებს სახმელეთო ოპერაციას.