საინფორმაციო ანალიტიკური სააგენტო "თბილისი 24". / Information Analytical Agency "Tbilisi 24". / Информационно-аналитическое агентство "Тбилиси 24". / Informationsanalyseagentur "Tbilisi 24" ვფიქრობ, რომ ევროპა აღარ დაუშვებს იმ შეცდომას, რომელიც შარშან დაუშვეს, როცა საქართველო ასე ვთქვათ დაჩაგრეს – თბილისი 24
20 მაისი 2024

ვფიქრობ, რომ ევროპა აღარ დაუშვებს იმ შეცდომას, რომელიც შარშან დაუშვეს, როცა საქართველო ასე ვთქვათ დაჩაგრეს

მე ვფირობ, ეს არის საკმაოდ გრძელვადიანი პერსპექტივა,ჩვენ ახალა ამ ეტაპზე უნდა ვფოკუსირდეთ შემდგომ ეტაპზე, რაც არის სიმბოლური მნიშვნელობის, თუმცა საკმაოდ მნიშვნელოვანი, ეს არის კანიდატის სტატუსი.

არანაირი მოკლე გზა არ არსებობს. ეს არის გრძლევადიანი გზა, რომელიც ყველა ქვეყანამ უნდა გაიაროს , იმისთვის, რომ გახდეს ევროკავშირის წევრი ქვეყანა.

მჯერა, რომ ევროკავშირში გაიმარჯვებს საღი აზრი. გაიმარჯვებს გონივრულობა და წინდახედულობა. ვფიქრობ, რომ ევროპა აღარ დაუშვებს იმ შეცდომას, რომელიც შარშან დაუშვეს, როცა საქართველო ასე ვთქვათ დაჩაგრეს, მოექცნენ უსამართლოდ, და რეალურად საქმე გაუკეთეს არა ჩვენს ქვეყანას ან ევროპას, არამედ სხვას, რომელიც დაინტერესებულია უფრო მეტი განსხვავებულობის დემონსტრირებით. – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა რაკლი ღარიბაშვილმა ესპანეთში, ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, სადაც მთავრობის მეთაური ევროპული პოლიტიკური გაერთიანების (EPC) რიგით მესამე სამიტში მონაწილეობს..

  • „ჩვენ უნდა გავაკეთოთ ყველაფერი, რაც სჭირდება ქვეყანასა და ჩვენს ხალხს. უნდა გავაგრძელოთ რეფორმები, ქვეყნის განვითარება, გაძლიერება.
  • ვფიქრობ, რომ ჩვენს ევროპელ კოლეგებს ყველაფერი ავუხსენით. მათ ეს არგუმენტები გაიზიარეს. ქვეყანამ მიაღწია ხელშესახებ შედეგს ყველა მიმართულებით.
  • ჩვენ წინ ვუსწრებთ უკრაინას, მოლდოვას, ბოსნია ჰერცეგოვინას, რომლებმაც მიიღეს სტატუსი და ჩვენ არ მივიღეთ სამწუხაროდ,.
  • ჩვენ უსამართლო, მჩაგვრელ და შეურაცხმყოფელ დამოკიდებულებას არავისას არ შევეგუებით, გვექნება და გვაქვს პრინციპული საუბარი ევროპელ კოლეგებთან. ვფიქრობ, რომ საღი აზრი გაიმარჯვებს, გაიმარჯვებს რაციონალურობა, წინდახედულობა და სტრატეგიული აზროვნება“,- განაცხადა ღარიბაშვილმა.