უსუფაშვილი: გივი მიქანაძე, ასევე ადეიშვილის მოადგილე იყო!
ახლა პარლამენტში, ტრიბუნასთან დგას მიქანაძე, რომელიც ასევე ადეიშვილის მოადგილე იყო, ( რედ: ახალაიასიც!) კობახიძისთვის მიქანაძე მისაღებია, კოპალეიშვილი – არა – ჩვენი დროის ციციკორეს როლშია, – ასე ეხმიანება თინდა ხიდაშელის ქმარი- დავით უსუფაშვილი ირაკლი კობახიძის რეპლიკას მაია კოპალეიშვილის მიმართ, რომელსაც კობახიძემ წინა ხელისუფლების დროს იუსტიციის მინისტრის მოადგილედ მუშაობა შეახსენა.
- „ახლა პარლამენტში ტრიბუნასთან დგას გივი მიქანაძე, რომელიც ასევე მოადგილე იყო ადეიშვილის და იუსტიციის მინისტრების, სააკაშვილის დროს. კობახიძისთვის იუსტიციის მინისტრის მოადგილე მიქანაძე მისაღებია და კოპალეიშვილი, რომელიც სააკაშვილის დროს დაინიშნა სადღაც, ეს მიუღებელია, ესაა კრიტერიუმი და სტანდარტი?!
- თუ ის, რომ კოპალეიშვილის არგუმენტებს შეეწინააღმდეგოს, თუ აქვს არგუმენტები თავად. მაგრამ ის დღეს ჩვენი დროის ციციკორეს როლშია შესული, რომ ყველას და ყველაფერს განსჯის, ისიც თქვა ჩუგოშვილს რატომ უსმენთ პოლიტიკურად მიკერძოებულიაო და კობახიძე პოლიტიკურად მიუკერძოებელია?! “- განაცხადა უსუფაშვილმა.