საინფორმაციო ანალიტიკური სააგენტო "თბილისი 24". / Information Analytical Agency "Tbilisi 24". / Информационно-аналитическое агентство "Тбилиси 24". / Informationsanalyseagentur "Tbilisi 24" მორწმუნენო, მორწმუნენო, ის მოდის: და ჰა, მე თქვენთან ვარ, უკუნითი უკუნისამდე! – თბილისი 24
20 მაისი 2024

მორწმუნენო, მორწმუნენო, ის მოდის: და ჰა, მე თქვენთან ვარ, უკუნითი უკუნისამდე!

ჯერ კიდევ გუშინ, ქართული ენა დავიწყებული და ქართული პოლიტიკისგან განდგომილი, დემენციისგან სასწაულებრივად განკურნებული პრეიდენტყოფილი მსჯავრდებული სააკაშვილი ახალ ბოდვას ავრცელებს,

  • მე უკვე აქ ვარ და ვაპირებ აქტიურად ჩავერთო ყველა ღირსეული ადამიანის გაერთიანებაში, მათ შორის მასიურად ახალი ხალხის მოყვანაში, “- გვაიმედებს ის.

სააკაშვილი ვერ უარყობს , რომ საქართველოს გეოპოლიტიკური მიზეზების გამო მისცემენ სტატუსს.

სექტის მსჯავრდებული ლიდერი ოპოზიციის წევრებს “მარადიულ დეპუტატებად და მოლაპარაკე თავებად” მოიხსენიებს და ირწმუნება, რომ საკუთარ საკადრო შეცდომებზე ძალიან ბევრი რამ ისწავლა.

– ” პატიმრობაში კარგად დავინახე თუ ვინ ვინ არის და ვაპირებ, არა მხოლოდ საკუთარი, არამედ მთელი ქვეყნის პატიმრობიდან გათავისუფლებას!“- აცხადებს გამოსწორებული მსჯავრდებული პრეზიდენტყოფილი.

  • ” საქართველო არის დაპყრობილი და დაპატიმრებული ქვეყანა, დაპყრობის პროცესი დაიწყო 2012 წელს, როდესაც რუსეთმა ხელში ჩაიგდო ქვეყნის ცენტრალური ხელისუფლება და ახლა ჩვენ ამ დაპყრობის პროცესის საბოლოო ეტაპზე ვიმყოფებით.
  • რუსეთს ჰყავს თავისი გენერალ-გუბერნატორი საქართველოში – ივანიშვილი, რომელიც აკეთებს იმას, რაც რუსეთში ისწავლა, გვაყურებინებს წარმოდგენებს, ერთმანეთთან აჩხუბებს პრეზიდენტსა და მთავრობას, ოპოზიციის შიგნით ხელს უწყობს რამდენიმე ბანაკის ჩამოყალიბებას და ხალხს აყურებინებს მათ კინკლაობას, ევროპას და ამერიკას მუდმივად აშანტაჟებს და შესაბამისად, უქმნის რუსეთთან კონკურენციის განცდას, ვინც რეალურად მისთვის საფრთხეს წარმოადგენს, იმას ანადგურებს ფიზიკურად და მორალურად.
  • რა არის აქ გამოსავალი? პირველ რიგში, ყველას ერთობა, ვისიც შესაძლებელია, ოღონდ ერთობა არ ნიშნავს მრავალგზის დისკრედიტირებული ხალხის მოზიდვას და მარადიული დეპუტატების ხელახლა შრომითი მოწყობის მომზადებას.
  • ჯერ ერთი, ჩემი აზრით, აქართველოს მისცემენ სტატუსს, გეოპოლიტიკური მიზეზების გამო, რაც ქართველების ყოველდღიურობაში არაფერს შეცვლის და მეორეც, ჰიპოთეტურ ახალგაზრდულ პროტესტზე გათვლა არაფერს იძლევა, ამაზე ყოველდღიური მუშაობაა საჭირო და უფროსი თაობებიც უნდა ჩაერთონ მასში, სწორედ მათ ითამაშონ მთავარი როლი და არ გადაულოცონ ეს ფუნქცია მხოლოდ ახალგაზრდულ სტიქიას.
  • რუსეთს აღარ აქვს არცერთი ხალხის მხარდაჭერა კავკასიის 3 ქვეყანას შორის, ამიტომ, როგორც არ უნდა დაქსაქსოთ ოპოზიციის მოლაპარაკე თავები, მე უკვე აქ ვარ და ვაპირებ აქტიურად ჩავერთო ყველა ღირსეული ადამიანის გაერთიანებაში, მათ შორის მასიურად ახალი ხალხის მოყვანაში, “– წერენ მსჯავრდებულ სააკაშვილის კუთვნილ ფეისბუკ გვერდზე.