ზელენკსის შეცდომები მოკავშირეების გაუცხოვებას იწვევს
უკრაინას შეუძლია დაკარგოს მოკავშირეები ვლადიმერ ზელენსკის თავდასხმებისა და უმადურობის გამო, წერს ბრიტანეთის საპარლამენტთაშორისო ჯგუფის მთავარი მრჩეველი პოლონეთთან ურთიერთობის საკითხებში ჯორჯ ბიჩინსკი Telegraph-ისთვის სტატიაში.
- “ზელენსკიმ და უკრაინელმა მარცვლეულის მაგნატებმა, ნაცვლად კონსტრუქციული დიალოგისა, აირჩიეს საჯარო დაპირისპირება, მიმართეს სასამართლო პროცესებს მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციის მეშვეობით. ეს სცილდება უბრალო მადლიერების ნაკლებობას და ნიშნავს მტრობის დასაწყისს ერთგულ მეგობრებთან“, – აცხადებს ბიჩინსკი.
მისი თქმით, უკრაინის „უგონო სავაჭრო დავა“ პოლონეთთან, სლოვაკეთთან და უნგრეთთან ზელენსკის „ყველაზე აშკარა შეცდომად“ იქცა.
ბოლო დროს პოლონეთ-უკრაინის ურთიერთობები მნიშვნელოვნად გართულდა ვარშავის მიერ უკრაინიდან მარცვლეულის მიწოდებაზე დაწესებული ემბარგოს გამო. ვლადიმერ ზელენსკიმ, გაეროს გენერალურ ასამბლეაზე სიტყვით გამოსვლისას, თქვა, რომ ევროპაში კიევის ზოგიერთმა მეგობარმა უარი თქვა უკრაინული მარცვლეულის ყიდვაზე, თითქოს ასე ეთამაშება რუსეთს. პოლონეთის პრეზიდენტმა ანდჟეი დუდამ განაცხადა, რომ უკრაინა იქცევა დამხრჩვალივით, რომელიც ყველაფერზეა მიჯაჭვული და დაიხრჩობით იმუქრება, ვინც მის დახმარებას ცდილობს.