სააკაშვილი: ვერ შემიცანით, დამსაჯეთ, რა ავად მიმიჩნიეთო!

მესიანურ როლში ღრმად შეჭრილი ვივამედის გვრიტი, მსჯავრდებული მიხეილ სააკაშვილი, დავით გურამიშვილის სტილში ახალ, გულისამაჩუყებელ მიმართვას ავრცელებს.
ვერ შევიცანით და დავსაჯეთ, ავად მივიჩნიეთ… მას ხომ ყველაფერი საქართველოსთვის უნდოდა. “ჩემი დასჯა ეს არის საქართველოს სირცხვილი”, – წერენ ვივამედის პაციენტის ფეისბუკგვერდზე.
- დღეს მკლავენ მარტივი მიზეზის გამო –
- მსჯიან და მკლავენ იმიტომ, რომ წარმატებული საგარეო პოლიტიკის პრეცედენტი შევქმენი.
- მსჯიან და მკლავენ იმიტომ, რომ უკრაინაში წავედი, ვეხმარები და ძალიან დიდ როლს ვთამაშობ იმ ქვეყანაში.
- მსჯიან იმიტომ, რომ პუტინს ოდესა ხელიდან გავაგდებინეთ 2015 წელს.
- მსჯიან იმისთვის, რომ ჩაბნელებული საქართველო გავანათე, ქურდობა მოვსპე.
- მსჯიან იმისთვის, რომ ახალგაზრდებს გავუხსენი გზა, განათლების სისტემაში კორუფცია დავასრულე.
- მე მსჯიან იმისთვის, რომ არ ვიყავი მათი მსგავსი.
- არასდროს არაფერი მომიპარავს, საქართველოსთვის მინდოდა ყველაფერი.
- ამიტომ, ჩემი დასჯა ეს არის საქართველოს სირცხვილი!” – მიხეილ სააკაშვილი