ბიძინა ივანიშვილის გარდა, ყველა პოლიტიკური ნული ხართ ერთად აღებული!
🔸აყოლიხართ ნაცურ ნარატივს და ამოგიჩემებიათ “აგენტი აგენტი”.. რა სახელმწიფო საიდუმლოება გააჩნია საქართველოს ისეთი ნეტავ , რაც რუსეთმა არ იცის, რომ ყველაა ვინც არ მოგწონთ ” რუსეთის აგენტის ” იარლიყს აწებებთ ,აგერ უკვე 30 წელია?
🔹დაიჯერეთ, არანაირი ფასეული, საიდუმლო , რუსეთისათვის საინტერესო და მნიშვნელოვანი ინფორმაცია საქართველოს სახელმწიფოს არ აქვს!
აი, რუსეთს კი შესაძლოა დღემდე გააჩნდეს საქართველოს ტერიტორიაზე ისეთი რამ , რაც პირიქით, საქართველოს ხელისუფლებამ არ იცის.
🔹კოსმოსიდან ზღვის ქვეშ თევზების მიგრაციას აკონტროლებენ, საერთოდ ტანკით შემოსვლა არ სჭირდება, ისე გააქრობს ერთ საათში ნებისმიერ ქალაქს საქართველოში და რა აგენტი, სად ბანაობთ?
🔹 რომელი ბირთვული ზე და მაღალტექნოლოგიური სახელმწიფო საქართველოა, რომ რუსებს მისგან საიდუმლო ნახაზები უნდოდეთ?
🔹ანდა, ამერიკელები რომ “ბალამუტობენ ” საზოგადოებაზე გავლენის მოსახდენად სჭირდებოდათ ფარცხალაძე რუსებს-ო, რა გავლენა მოახდინა, ფარცხალაძემ ნეტავ თავის “აგენტურული საქმიანობით “, გარდა ქონების დაგროვების,არ იტყვიან?
🔹ფულის მონა ხაზარაძე კი შესაძლოა თავის ძმადნაფიც კვირიკაშვილთან ერთად ჩიოდრს – მაგის დამსახურებაა ანაკლიის პორტის მშენებლობა ჩამიგდოო, მაგრამ იმ ამერიკული მე-6 ფლოტის ბაზრისთვის განკუთვნილი ანაკლიის პორტის მშენებლობას რომ ქვეყანა გადაყვებოდა, მათ ფეხებზე ეკიდათ, დაუშვედბენ კი რუსები უომრად, შუა შავ ზღვაში ნატოს სამხედრო საზღვაო ბაზის შექმნას?
🔹ვინ, რისი გავლენის მომხდენია საზოგადოებრივ აზრზე, ვის რა პოლიტიკური კაპიტალი, ხალხის სიყვარული გააჩნია საქართველოში ორი ადამიანის – ბ-ნ ბიძინა ივანიშვილის და უწმინდესის გარდა?
❗❗პოლიტიკური ნულია ყველა, ერთად აღებული, ბატონ ბიძინას გარდა!
მჯერა, ბ-ნ ბიძინა კი საქართველოს მტრებისთვის 2011 წლიდან რუსეთის აგენტიცაა, ბანგლადეშის და მათი დამსამარებელიც!
🔹იტყვით, აბა გაიხსენე სტალინის დროინდელი მილიონობით დანოსი, აბა, კომუნისტების აწყობილი აგენტურული ქსელი …
იყო, როგორ არა, მაგრამ თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენებამ ძირფესვიანად შეცვალა აგენტურული საქმიანობა მთელ მსოფლიოში.
🔸ადრე, თუ პიროვნების მიმართ, კგბ- ს მიერ შემუშავებულ ვერსიას ელემენტარულად გასაშავებლად, პროვოკაციის ან დისკრედიტაციის მოწყობის მიზნით,
საჭირო ინფორმაციის საზოგადოებამდე დაყვანას დღეები და კვირეები სჭირდებოდა, ამდენივე დრო მიჰქონდა შედეგების მომკას- დამუშავებას, დაზუსტებას, კორექტირებას, დატესტვას და ა. შ . დღეს, ეს თუნდაც ერთი სოციალური ქსელის”ფეისბუქის” საშუალებით ერთ წამში, ერთი დაპოსტვით შეიძლება.
🔹დიახ, სწორედ “ფეისბუქი” იქცა არა მხოლოდ საქართველოში სპეციალური სამსახურების მიერ ინფორმაციის მოპოვების მთავარ წყაროდ.
რა საჭიროა ზედმეტი წვალება- თვალთვალი ,მიყურადება, პირზე ინფორმაციის მოპოვება, კონტაქტების შეგროვება, დამუშავება … ამას,ხომ ჩვენ, თქვენ, მეც მათი დავალების გარეშეც საკუთარი სურვილით ვაკეთებთ ფეისბუქზე ყოველდღიურად?
🔹”მილიონობით დანოსს” საქართველოს რამდენი ფეისბუქ. მომხმარებელი წერს დღეში მინიმუმ ათჯერ?!
🔹ისეა განვითარებულო ტექნიკური საშუალებები ,რომ თქვენს მოსასმენად ” აკუმულატორის გაცხელება” და წყალმოშვებული ონკანის ქვეშ საუბარი -წინა საუკუნეა!
თითქმის ყველა თანამედროვე ტელევიზორი და შესაძლოა ჩაიდანიც კი იწერდეს საუბარს.
🔸ასე, რომ თუ არაფერი გაქვთ დასამალი,
თუ, არ გეგმავთ ხელისუფლების ძალადობრივი გზით დამხობას და გსურთ მშვიდობა-
მოდუნდით და დატკბით ცხოვრებით, არავის აინტერესებს თქვენი პირადი ცხოვრების დეტალები , განსხვავებით სააკაშვილის მანიაკალური რეჟიმისგან,
არანაირი აგენტურა და რეზიდენტურა არ არსებობს, უბრალოდ არავის სჭირდება ის, გარდა დაძონძილი პოლიტიკოსებისა.
ჟურნალისტი გოჩა ნაჭყებია.