6 დეკემბერი 2024

“საქართველოს ბანკი“ და „თიბისი ბანკი“ ეროვნული ბანკის გადაწყვეტილებას არ დაემორჩილება!

საქართველოს ბანკი“ და „თიბისი ბანკი“ ეროვნული ბანკის გადაწყვეტილებას არ შეასრულებენ და ამერიკულ სანქციებთან დაკავშირებული მოთხოვნების დაცვას განუხრელად გააგრძელებენ.

  • ჩვენ ვიცავთ და გავაგრძელებთ აშშ-ის, ევროკავშირისა და გაერთიანებული სამეფოს სანქციებთან დაკავშირებული მოთხოვნების დაცვას“, – განაცხადეს „საქართველოს ბანკში.
  • ვმოქმედებთ და გავაგრძელებთ აშშ-ის, ევროკავშირის და გაერთიანებული სამეფოს მიერ დაწესებული სანქციების მოთხოვნების დაცვას“,- განაცხადეს „თიბისი ბანკში“.

დღესვე, ცნობილი ხდება, რომ ეროვნული ბანკის ვიცე-პრეზიდენტმა პაპუნა ლეჟავამ თანამდებობა დატოვა. შესაბამისი ინფორმაცია ჟურნალისტებს თურნავამ დაუდასტურა.

ცნობისთვის, საქართველოს ეროვნულმა ბანკმა სანქციათა რეჟიმების შესრულების წესში საქართველოს მოქალაქეებთან დაკავშირებით გამონაკლისი დაუშვა. ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებლის, ნათია თურნავას ბრძანება საკანონმდებლო მაცნეში უკვე გამოქვეყნებულია. ცვლილების მიხედვით, „საქართველოს მოქალაქეზე არ შეიძლება გავრცელდეს საერთაშორისო სანქციები, თუ ქართულ სასამართლოში მის მიმართ შესაბამის საქმეზე გამამტყუნებელი განაჩენი არ დადგა“. აღსანიშნავია, რომ საქართველოს ერთადერთი მოქალაქე, რომელიც საერთაშორისო ფინანსური სანქციების ქვეშ მოხვდა, ყოფილი გენერალური პროკურორი ოთარ ფარცხალაძეა.