სააკაშვილის გეგმები: მე არ მსურს თქვენთვის უსამართლობა, გადადგეს მთავრობა,გადააბარეთ ხელისუფლება, ჩატარდეს ახალი არჩევნები. ჩემი იმედი გქონდეთ!
მსჯავრდებული მიხეილ სააკაშვილი კლინიკა „ ვივამედიდან’ ქართულ საზოგადოებას მიმართავს და მას ყოველდღიური პროტესტისაკენ მოუწოდებს. სააკაშვილი ევროკომისიის უარყოფითი დასკვნის შემდეგ მთავრობას გადადგომას , ხელისუფლების გადაბარებას მოუწოდებს და ახალი არჩვენების დანიშვნის წინადადებით გამოდის.
ექს. პრეზიდენტი ასევე მოუწოდებს მეცენატ ბიძინა ივანიშვილს „დაჯდეს მოლაპარაკების მრგვალ მაგიდასთან ხელისუფლების მშვიდობიან გადაბარებასთან დაკავშირებით“.
- ‘ უნდა იცოდეთ, რომ ჩემი იმედი შეიძლება გქონდეთ, უკრაინის იმედი შეიძლება გქონდეთ . უკრაინა გაიმარჯვებს, გამარჯვება ძალიან ახლოსაა, მაგრამ საჭიროა ყოველდღიური პროტესტი!
- მთავრობა ეგრევე უნდა გადადგეს , როგორც კი ჩამოვა უარყოფითი დასკვნა ევროპის კომისიის და თავისუფალი არჩვენების შემდეგ,ბოლოსდაბოლოს ახალმა მთავრობამ ეროვნული თანხმობის, იქ იქნებიან ქოცების წარმომადგენლებიც, სრულიად საერთაშორისო დამკვირვებლების წარმომადგენლებიც, უნდა ჩაატარონ ახალი არჩვენები, რომელიც საქართველოს გაიყვანს საფრთხის ზონიდან სამშვიდობოს.
- ხალხის სულისკვეთებას ვერაფერი დაუდგება წინ… ერთადერთი რაც მე მინდა ვუთხრა დღეს ივანიშვილს, დაჯდეს მოლაპარაკების მრგვალ მაგიდასთან ხელისუფლების მშვიდობიან გადაბარებაზე… რადგან მე არ მსურს თქვენთვის უსამართლობა, რადგან ქართველები ისედაც ცოტანი ვართ ქართველები ერთი ოჯახი უნდა ვიყოთ” – განაცხადა სააკაშვილმა სასამართლო სხდომაზე, კლინიკიდან დისტანციურად ჩართვისას.