თაღლითების უსტაბაში: გამოვფხიზლდეთ, ბიძინა ქვეყანას ჩრდილო კორეისკენ მიათრევს!
თაღლითობისთვის მსჯავრდებული, ოლიგარქი მამუკა ხაზარაძე „ქვეყნის გასაღვიძებლად და ერის გამოსაფხიზლებლად“ და იმის გამო, რომ ბიძინა ივანიშვილის მიერ მართული პრორუსული ძალა ჩვენ ქვეყანას რუსეთისკენ, ჩრდილო კორეისკენ მიათრევს, 17 საათზე გრანდიოზულ აქციას აანონსებს.
- „ ეროვნული ბანკი, თქვენი ოჯახის დანაზოგები, ლარის სტაბილურობა, თურნავას, ეროვნული ბანკის და ბიძინას გადაწყვეტილებით სერიოზული საფრთხის წინაშე დადგა, ამას არ შევეგუებით, 17:00 საათზე ყველას გელოდებით – უნდა გავიღვიძოთ, გამოვფხიზლდეთ და უნდა ვთქვათ, რომ ქვეყანა გვეცლება, -ამის შესახებ „ლელოს“ ლიდერმა მამუკა ხაზარაძემ ბრიფინგზე განაცხადა, როდესაც ისაუბრა ყოფილი გენერალური პროკურორის, ოთარ ფარცხალაძის მიმართ ეროვნული ბანკის ახალ გადაწყვეტილებაზე.
არის ძალიან დიდი ზიანი და საფრთხე იმისთვის,რომ მომავალში, ჩვენმა საერთაშორისო პარტნიორებმა საბანკო სისტემას სერიოზული სანქციები დაუწესონ.
მინდა, ყველას გითხრათ, დღეს არ არის იმის დრო ვინ, სად, ვინ, ვისთან დგას და ა.შ. სურათი ნათელია – საქართველოში არის პრორუსული ძალა, რომელიც ბიძინა ივანიშვილის ხელმძღვანელობით ჩვენ ქვეყანას რუსეთისკენ, ბელარუსისკენ, ჩრდილო კორეისკენ მიათრევს და უნდათ, რომ ამ მდგომარეობაში ამყოფონ ჩვენი ქვეყანა და არის მეორე ძალა, უმრავლესობა, რომელსაც უნდა ცივილური თავისუფალი სამყაროს ნაწილი იყოს.
ამიტომ დღეს სახლში ჯდომის დრო არ არის, ნებისმიერ ადგილას, სადაც მსგავსი რამ მოხდება, ჩვენ იქ ვიქნებით.
5, 10, 100, თუ 1000 კაცი ვიქნებით ამას მნიშვნელობა არ აქვს. ჩვენ უნდა გავიღვიძოთ, გამოვფხიზლდეთ და უნდა ვთქვათ, რომ ქვეყანა გვეცლება.
ერთ-ერთი მთავარი ინსტიტუცია, ეროვნული ბანკი, ერთ-ერთი მთავარი ინდუსტრია, რომელზეც დგას ქართული ეკონომიკა, თქვენი ოჯახის დანაზოგები, ლარის სტაბილურობა,საერთაშორისო გამჭვირვალობა და ის, რაზეც ჩვენი მომავალი დგას, თურნავას, ეროვნული ბანკის და ბიძინას გადაწყვეტილებით სერიოზული საფრთხის წინაშე დადგა. ამას არ შევეგუებით 17:00 საათზე ყველას გელოდებით“, -განაცხადა თაღლითების უსტაბაშმა ხაზარაძემ.