ზაურ ნაჭყებია : რასაც ვერ ( არ ) გააკეთებს ხელისუფლება, გააკეთებს ხალხი!

” მოდის დრო,როცა არავინ და აღარაფერია მოსარიდებელი” – წერს სოციალურ ქსელში ცნობილი ანალიტიკოსი ,ბატონი დავით ზარდიაშვილი,სუს- ის მიერ გავრცელებულ საგანგაშო ინფორმაციის შეფასებისას.
ძნელია ,არ დაეთანხმო,რადგან,როგორც არასდროს,დღეს საქართველო დგას ყოფნა- არყოფნის წინაშე- ყურადღების მოდუნებამ და მოსალოდნელი საფრთხის მხოლოდ ხელისუფლებაზე გადაბარებამ, შეიძლება უფსკრულში გადაჩეხოს ქვეყანა!
ამჯერად არა აქვს მნიშვნელობა,ვინ,რომელი სახელმწიფოები და საერთაშორისო სტრუქტურები დგანან ამ ავანტიურის უკან( თუმცა,აუცილებლად უნდა გაირკვეს,რომ ილუზიების ტყვეობიდან დროულად გამოვიდეთ)და რა დავალებას ასრულებს ე.წ.მე- 5 კოლონა- ფაქტი ერთია: ჩაფიქრებულია ,საქართველოს,როგორც სახელმწიფოს, სრული განადგურება.
ცხადია,სახელმწიფოს ყველა ბერკეტი აქვს იმისთვის ,რომ აღკვეთოს მოსალოდნელი გართულება,რომლის მიზანია არსებული ხელისუფლების შეიარაღებული გზით დამხობა და ქვეყანაში დესტაბილიზაციის გამოწვევა,რაც საბოლოოდ, სამოქალაქო დაპირისპირებას შეუწყობს ხელს, მისთვის დამახასიათებელი კატასტროფული შედეგებით…
თუმცა,ვიყოთ გულახდილნი- დღეს ,როცა ხელისუფლების თითქმის ყველა შტო,მათ შორის,ძალოვანი სტრუქტურები, გადავსებულია პორტირებული ” ნაციონალებით” და პოტენციური მოღალატეებით,არ შეიძლება მარტო ხელისუფლების იმედზე ვიყოთ- საჭიროა საზოგადოების ჯანსაღი ნაწილის( რომელთათვისაც უცხოა პარტიული ინტერესები)სრულად მობილიზება და იმის დემონსტრირება,რომ რასაც ვერ( არ) გააკეთებს ხელისუფლება,გააკეთებს ხალხი!
ხალხის ერთობაზე დიდი ძალა ბუნებაში არ არსებობს.
ნუ ველოდებით “თეთრ რაშზე” ამხედრებულ ლიდერს- ლიდერს დრო და სიტუაცია გამოჩენს!
დრო არ ითმენს.
P.s.სრულად ვეთანხმები ბ- ნ დავით ზარდიაშვილის სტატუსის დასკვნით ნაწილსაც: ” ქვეყანა დგას შეიარაღებული სისხლიანი შეიარაღებული ამბოხების პირისპირ.
დამხობის დროს იწურება: ან ისინი ჩვენ, ან ჩვენ მათ”.
მწერალი, პუბლიკაციები ზაურ ნაჭყებია
