უახლოეს დღეებში სააკაშვილს რუსთავის ციხეში გადაათრევენ!
სარწმუნო წყაროზე დაყრდნობით თანამედროვე საქართველოს “დამაარსებელს და ახალ აღმაშენებელს” , მესამე და განუმეორებელ პრეზიდენტს მიხეილ სააკაშვილს, როგორც ჯანმრთელ მსჯავრდებულს, რომელიც არ საჭიროებს შემდგომ სტაციონარულ მკურნალობას, უახლოეს დღეებში „ვივამედიდან“ მშობლიურ რუსთავის N 12 პენიტენციურ დაწესებულებაში გადააბრძანებენ.
შესაბამისი გადაწყვეტილება იუსტიციის სამინისტროში უკვე მიღებულია.
ამ მიზნისთვის რუსთავის პენიტენციური დაწესებულება განსაკუთრებულად მზადაა და მოუთმენლად ელის მას.