ვლადიმერ პუტინმა 45 ბანკს საქმიანობა შეუზღუდა
ვლადიმერ პუტინმა 45 ბანკს საქმიანობა შეუზღუდა . ბანკებს მთავრობასთან შეუთანხმებლად მნიშვნელოვანი ოპერაციების შესრულება აეკრძალათ.
45 ბანკში ძირითადად მოხვდნენ უცხოური ბანკები, რომლებიც მთავრობასთან შეუთანხმებლად ვერ გაყიდიან აქციებს და ა.შ.
სავარაუდოდ, შეზღუდვა ბანკების მიმართ, მოსახლეობაზეც აისახება დადებითად, ვინაიდან როგორც ბევრი ქართული ბანკი სცოდავს და უმოწყალოდ ატყავებენ საქართველოს მოსახლეობას, მსგავსი რამ შედარებით მსუბუქი ფორმით რუსეთშიც ხორციელდება.
საინტერესოა, საქართველოში როდემე უნდა ატერორონ ბანკებმა მოსახლეობა, რატომ არ იცავს ხელისუფლება ხალხის ინტერესებს.
თუნდაც, ის ფაქტი, რომ პანდემიის ორი წელი, როდესაც გაყინული იყო ბიზნესების უდიდესი ნაწილი, ხოლო ტურისტული სექტორის საქმიანობა 20% იც ვერ ხორციელდებოდა, ბანკებმა მაინც მაქსიმალურად ამოიღეს მოსახლეობიდან თავისი თანხები,
არანაირი პანდემია და ფორსმაჟორული მდგომარეობა არ გაუთვალისწინებიათ, რამაც მსესხებლების 90% უკიდურესად მძიმე მდგომარეობაში ჩააყენა.
მალხაზ ხაბაზი