აშშ მოუწოდებს ზელენსკის რუსეთთან მოლაპარაკების მზადყოფნისათის

აშშ-ის პრეზიდენტის ჯო ბაიდენის ადმინისტრაცია პირად საუბრებში უკრაინის ლიდერს ზელენსკის მოუწოდებს მზადყოფნა გამოხატოს რუსეთთან მოლაპარაკებისთვის. ამის შესახებ ამერიკული გაზეთი The Washington Post წერს.
გამოცემის წყაროებმა განმარტეს, რომ თეთრი სახლის მიზანია არა უკრაინის მოლაპარაკებების მაგიდასთან მიყვანა, არამედ „საერთაშორისო მხარდამჭერების თვალში მორალური ღირსების შენარჩუნება“. ვაშინგტონს სჯერა, რომ ამგვარ ტაქტიკას შეუძლია “კიევის მთავრობისადმი სხვა ქვეყნების მხარდაჭერა გააძლიეროს”.