საინფორმაციო ანალიტიკური სააგენტო "თბილისი 24". / Information Analytical Agency "Tbilisi 24". / Информационно-аналитическое агентство "Тбилиси 24". / Informationsanalyseagentur "Tbilisi 24" გოგოტიშვილი: პრეზიდენტი არის უმოწყალოდ ნაცემი – თბილისი 24
19 მაისი 2024

გოგოტიშვილი: პრეზიდენტი არის უმოწყალოდ ნაცემი

ჟურნალისტი  თენგიზ გოგოტიშვილი მსჯავრდებულ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებით, სოციალურ ქსელში წერს და ვარაუდს გამოთქვამს, რომ მიხეილ სააკაშვილი “უმოწყალოდ” ნაცემი და მოწამლულია.

“საკუთარ თავსაც შევუძახებ და საკუთარ კოლეგებსაც. კეკლუცობის დრო დასრულდა – სხვა ვითარებაა. ამიტომ სწორი სახელის დარქმევა ძალიან მნიშვნელოვანია.

1. მიხეილ სააკაშვილი არ არის უბრალოდ პატიმარი. სწორი თქმაა: საქართველოს მესამე პრეზიდენტი არის ვლადიმერ პუტინის პირადი პატიმარი;

2. მიხეილ სააკაშვილი თავს არ გრძნობს შეუძლოდ.

სწორი თქმაა: საქართველოს მესამე პრეზიდენტი არის უმოწყალოდ ნაცემი და მოწამლული (საბუთი ხელში არ მიჭირავს, მაგრამ, ვიცი რა ღრუსეთის მეთოდები, დარწმუნებული ვარ, რომ ასეა);

3. ნიკა გვარამიას პატიმრობა კითხვის ნიშნის ქვეშ არ აყენებს საქართველოს ევროპულ პერსპექტივას.
სწორი თქმაა: ნიკა გვარამიას პატიმრობა გამორიცხავს საქართველოს ევროპულ პერსპექტივას;

4. “ქართული ოცნების” ხელისუფლება არ არის პრორუსული.
სწორი თქმაა: ქართული ოცნების დე ფაქტო რეჟიმი არის რუსული;

5. ბიძინა ივანიშვილი არ არის ქართველი ოლიგარქი.სწორი თქმაა: ბორის ივანაშვილი არის რუსი ოლიგარქი.აქედან გამომდინარე ყველა შედეგით”, – წერს გოგოტიშვილი