ნაციონალები ყოველთვის მიიღებენ ადეკვატურ პასუხს!
“-დღეს,ჩოხატაურში,ნაციონალური მოძრაობის წევრებმა ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დეპუტატის დავით მჟავანაძის ხელმძღვანელობით პროვოკაცია მოაწყვეს.
არიგებდნენ ფლაერებს,(ფოტო 1) თითქოს,
ჩოხატაურის მერია ყიდის ქალაქის ცენტრში მდებარე ნ.დუმბაძის სახელობის სკვერს.
სინამდვილეში: სკვერის მთლიანი ფართობია 1757 კვ.მ (ფოტო 2).აქედან,მერიამ ცალკე გამოჰყო 290 კვ.მ ფართი,(ფოტო 3)შემაღლებული ნაწილი,
პარკში არ მოიჭრება არც ერთი ხე,არ მოიხსნება სკამები და არც ბილიკები გაუქმდება.მიწის ეს ნაკვეთი სამხარაულის ექსპერტიზამ შეაფასა 15 000 ლარად,გაიყიდა აუქციონზე,კოეფიციენტის მიხედვით გორაზე აიღებენ მშენებლობის ნებართვას.ჩაიდგმება “საქართველოს ბანკის” შენობა,მსუბუქი კონსტრუქციებით ოთხივე მხრიდან პანორამაში.
ბანკის ფილიალი ჩოხატაურში დღემდე არ არის.
თემა არ არის ახალი,გამოტანილი და მიღებული იქნა საკრებულოს სხდომაზე.
ეს არის “ნაციონალური სიმართლე,” რაზეც ყოველთვის მიიღებენ ადეკვატურ პასუხს!”
❗️update: აღნიშნული ტერიტორია ჯერ არ გაყიდულა,არ ჩატარებულა არანაირი აუქციონი!
მიმდინარეობს მსჯელობა ტერიტორიის გაყიდვის ნებართვის შესახებ!
……….
წერს მოქალაქე ლაშა გეგეჭკორი.