საინფორმაციო ანალიტიკური სააგენტო "თბილისი 24". / Information Analytical Agency "Tbilisi 24". / Информационно-аналитическое агентство "Тбилиси 24". / Informationsanalyseagentur "Tbilisi 24" გაბუნიას აღიარება: ნაცების ტელევიზიის იარლიყი ტყუილად არ გვქონდა აკრული ( ვიდეო) – თბილისი 24
20 მაისი 2024

გაბუნიას აღიარება: ნაცების ტელევიზიის იარლიყი ტყუილად არ გვქონდა აკრული ( ვიდეო)

სექტად ქცეული პარტია “ნაციონალური მოძრაობის” მთავარი საკანალიზაციო წყაროს ”  მთავარი არხის” ექს -შეფი და სკანდალებით ცნობილი ჟურნალისტი გიორგი გაბუნია (ჯულიეტოვნა) ადასტურებს, რომ წლების განმავლობაში ის  დაკვეთებს პარტია “ნაციონალური მოძრაობიდან”  იღებდა .

– “ ამ ადამიანებს ( გულისხმობს “რუსთავი 2”-ის და “მთავრი არხის” ჟურნალისტებს) ბევრი წლის განმავლობაში გარკვეულ სიტუაციაში და გარკვეულ ვითარებაში უწევდათ მუშაობა და რთული იყო საკუთარი თავში რაღაცის გადაკეთება, იმიტომ რომ .. იმდენად რეფლექსებად გაქვს ქცეული ეს ყველაფერი რაღაცა ,რომ… მოდი , ვიტყვი, რომ  შენს საქმეს კი არ აკეთებ, მუდმივად დაკისრებული ჰქონდა ამ გუნდს, ის რომ “ვიღაცის”  საქმეს აკეთებდა,რაც რამდენადაც ჩვენ არ უნდა გვეთქვა, რომ ასე არ არის , ეს ასე იყო.  ჩვენ გასაგები იყო, რომ ნაცების ტელევიზიის იარლიყი ტყუილად არ გვქონდა აკრული.”

ურნალისტი გაბუნია  დიდი სიამაყით აცხადებს და ირწმუნება, რომ დღეს  ტელე- კანალიზაცია “მთავარი არხი ” ნაცების ტელევიზია აღარ არის. ჯულიეტოვნას თქმით,  ცნობას, ნაცების პოლიტიკური ტყვეობისაგან გათავისუფლების შესახებ მთავარი არხის ჟურნალისტები – ჟრიამულით შეხვდვენ.

– ” ეს თავისუფლების გემო, რომელიც ამ ადამიანებმა გაიგეს, პირდაპირ ვამბობ, პირველად რომ გამოვაცხადე, რომ მორჩა, აღარა ხართ, აღარა ვართ ვალდებულნი ვინმეს მითითება საერთოდ გაითვალისწინოთ  და თქვენ, ჟურნალისტები, როგორც ჩათვლით საჭიროდ ისე გააშუქოთ, რომ გენახათ ნიუსრუმში იყო ტაში და ჟრიამული,  იმიტომ რომ ყველაზე მეტად პოლიტიკური გავლენის სიმძიმეს გრძნობენ ეს ადამიანები, იმიტომ რომ ყველაზე მეტად, როცა ნიუსრუმში მუშაობ , შენ იცი სიმახინჯე ამ სისტემის”- აკეთებს პოლიტიკურ აღიარებას ჟურნალისტი გაბუნია.